კვარაცხელიას თანაგუნდელს მილიარდელი შეყვარებული ჰყავს
პსჟ-ის სამხრეთ კორეელი მოთამაშე, 24 წლის კანგ-ინ ლი, შვებულებას საკუთარ ქვეყანაში ატარებს და ამ დღეებში სეულში...

მიუხედავად იმისა, რომ ლი პსჟ-ში თამაშობს, მისი დაინტერესება ლონდონური კლუბის მიმართ გასაკვირი არ არის — 13 აგვისტოს სწორედ „ტოტენჰემი“ იქნება პარიზელთა მეტოქე უეფას სუპერ თასზე.
ფეხბურთელს მატჩზე თან ახლდა მისი რჩეული, პარკ სანგ-ჰი — კორეული გიგანტური კონგლომერატის, Doosan Group-ის მემკვიდრე. Forbes-ის მონაცემებით, კომპანიის აქტივები 21.8 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
მათი ურთიერთობის შესახებ პირველად შარშან გავრცელდა ინფორმაცია, ხოლო საჯაროდ წყვილი საფრანგეთის თასის ფინალის შემდეგ გამოჩნდა, როცა გოგონა ლის მოედანზე შეუერთდა.
What's Your Reaction?






