კიევში 18 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა
გასულ ღამეს, რუსეთის იერიშის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, 114 კი დაშავდა

კიევში 18 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. როგორც კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აღნიშნავს, 18 ივნისს ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაეშვება.
უკრაინის დედაქალაქში აიკრძალება ნებისმიერი გასართობი ღონისძიების ჩატარება.
გასულ ღამეს რუსეთმა იერიში კიევში მდებარე მრავალსართულიან კორპუსზე მიიტანა. რუსეთის იერიშის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, 114 კი დაშავდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
What's Your Reaction?






