კილიან მბაპე არც პაჩუკას წინააღმდეგ იქნება - რა სჭირს რეალის ლიდერს
მას შემდეგ, რაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მადრიდის რეალმა ალ ჰილალთან 1:1 ითამაშა და ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, ალონსოს ბიჭები საქმის გამოსწორებას პაჩუკას წინააღმდეგ ეცდებიან

აღნიშნული შეხვედრა 22 ივნისსაა ჩანიშნული და როგორც გაირკვა, გუნდს ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, კილიან მბაპე კვლავ ვერ დაეხმარება.
ირკვევა, რომ ფრანგ შემტევს მწვავე გასტროენტერიტი აქვს და საავადმყოფოშია სამკურნალოდ გადაყვანილი, სადაც სხვადასხვა გამოკვლევებს იტარებს.
შეძლებს თუ არა მბაპე რიგით მესამე შეხვედრაში მონაწილეობის მიღებს, ეს სრულებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
What's Your Reaction?






