უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლი ადასტურებს, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
ჩაკვეტაძემ „ბრისტოლთან“ მეორე ტაიმის ნაწილი ითამაშა, მაგრამ ფეხის ტრავმა აწუხებდა. რატომ ვათამაშეთ? მას ძალიან სურდა „ბრისტოლის“ წინააღმდეგ მოედანზე გასვლა. მომხდარი იმის ბრალია, რომ კლუბსა და ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით გიორგისთვის სეზონი ძალიან გადატვირთული აღმოჩნდა.
ახლა, სრული გამოკვლევის შემდეგ, ჩვენ ზუსტად ვიცით, ორგანიზმმა დატვირთვას ვერ გაუძლო. ამჯერად შეგვიძლია, ჩაკვეტაძეს საუკეთესო სარეაბილიტაციო პროგრამა შევთავაზოთ.
- თქვა კლევერლიმ.