„კოვიდამდე პერიოდში ევროპის ტურისტულად ყველაზე აქტიურ და მიმზიდველ ქვეყნებში, თუ კონკრეტულ მომსახურებას 100 ევროდ იღებდი, ახლა ღირებულება 160-170 ევროს აღწევს“
„კოვიდამდე პერიოდში ევროპის ტურისტულად ყველაზე აქტიურ და მიმზიდველ ქვეყნებში, თუ კონკრეტულ მომსახურებას 100 ევროდ იღებდი, ახლა ღირებულება 160-170 ევროს აღწევს“ „ევროპის გარდა, ჩვენი მეზობელი თურქეთის მაგალითი – სტამბულში არსებული ღირსშესანიშნაობები: აია სოფია, დოლმაბაჰჩე, ცისტერნა და სხვა ადგილები, მათი ნაწილი ადრე უფასო იყო ან მინიმალური ფასი ღირდა, ახლა კი 30 ევროზე ნაკლებად ვერსად შეხვალ“, – აცხადებს […]


„კოვიდამდე პერიოდში ევროპის ტურისტულად ყველაზე აქტიურ და მიმზიდველ ქვეყნებში, თუ კონკრეტულ მომსახურებას 100 ევროდ იღებდი, ახლა ღირებულება 160-170 ევროს აღწევს“
„ევროპის გარდა, ჩვენი მეზობელი თურქეთის მაგალითი – სტამბულში არსებული ღირსშესანიშნაობები: აია სოფია, დოლმაბაჰჩე, ცისტერნა და სხვა ადგილები, მათი ნაწილი ადრე უფასო იყო ან მინიმალური ფასი ღირდა, ახლა კი 30 ევროზე ნაკლებად ვერსად შეხვალ“, – აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელი და კომპანია „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელი დირექტორი, მამუკა კელაურაძე.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოდან ტურისტულად ქვეყნიდან გასულ 15+ ასაკის ადამიანებმა ჯამურად 160.5 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 2019 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კელაურაძის შეფასებით, ხარჯების მატებაში გასაკვირი არაფერია, რადგან ფასების ზრდა ევროპისა თუ ახლომდებარე რეგიონების ქვეყნებში ნათლად შეიმჩნევა.
„ხარჯების მატებაში გასაკვირი არაფერია, რისი განმარტებაც პირადი მაგალითებითაც შემიძლია, პროფესიულად ტენდენციების დინამიკისთვის თვალის დევნებასაც რომ თავი დავანებოთ. უცხოეთში ყოფნა მომიწია იანვარშიც, თებერვალშიც და მარტშიც და შემიძლია ვთქვა, რომ ევროპაში ცხოვრება გაძვირდა. ფასები მომატებულია როგორც დასათვალიერებელ ობიექტებსა თუ აქტივობებზე, ასევე კვებაზე, ტრანსპორტზე და სხვა ყოველდღიურ საჭიროებებზე. თუ წინა წლების მაგალითზე ვიმსჯელებთ, კოვიდამდე პერიოდში ევროპის ტურისტულად ყველაზე აქტიურ და მიმზიდველ ქვეყნებში, თუ კონკრეტულ მომსახურებას 100 ევროდ იღებდი, ახლა ღირებულება 160-170 ევროს აღწევს, რაც საერთო ინფლაციის ნათელი დადასტურებაა.
ევროპის გარდა, ჩვენი მეზობელი თურქეთის მაგალითი – სტამბულში არსებული ღირსშესანიშნაობები: აია სოფია, დოლმაბაჰჩე, ცისტერნა და სხვა ადგილები, მათი ნაწილი ადრე უფასო იყო ან მინიმალური ფასი ღირდა, ახლა კი 30 ევროზე ნაკლებად ვერსად შეხვალ.
ამ საერთო ტენდენციების გათვალისწინებით, სრულიად ლოგიკურია, რომ ჩვენი ქვეყნიდან წასულ ადამიანთა ხარჯების ჯამური რაოდენობაც მომატებულიყო. იმ ქვეყნებში, რომლებიც ქართველებისთვის სამოგზაუროდ ყველაზე უფრო მიმზიდველია, მთავარ ტურისტულ საჭიროებებათა უდიდეს ნაწილზე, რაც ყველა ვიზიტორისთვის საბაზისოა და ნებისმიერ შემთხვევაში მოიხმარენ, ფასები 10-15%-ით არის მომატებული.
სხვათა შორის, დააკვირდით ჩვენს შიდა ბაზარსაც – ლარის მსყიდველუნარიანობა დოლართან და ევროსთან ბოლო ერთ წელში დიდად შეცვლილი არაა, მაგრამ ფასები თითქმის ყველაფერზე იმატებს“.
კელაურაძემ შეაფასა ის მოცემულობაც, რომლის თანახმად, ქვეყნიდან 15+ ასაკის რეზიდენტთა ტურისტულად გასვლის რაოდენობა 7.93%-ით არის შემცირებული.
„ვიზიტორთა რაოდენობის შემცირების საკითხს განვაზოგადებდი და ქვეყანაში არსებულ ვითარებას დავუკავშირებდი, რადგან გამყვანი ტურიზმი ცალკე მდგომი ერთეული არაა და მასზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს, მით უმეტეს, პოლიტიკური და ეკონომიკური. ის, რაც ქვეყანაში ბოლო თვეებია ხდება, ვერც გამყვან და ვერც შემომყვან ტურიზმზე დადებითად ვერ აისახება. საერთოდ, ტურიზმის სექტორსაც რომ გავცდეთ, მიმდინარე პროცესები ქვეყნის ეკონომიკაზე საშინლად მოქმედებს და ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს“, – აღნიშნა „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელმა „ბიზნესპრესნიუსთან“.
What's Your Reaction?






