კოლიერსი X არქტური – როგორი იქნება შენი სახლი სუბურბან საგურამოში? | კონცეპტუალური დიზაინები საჩუქრად კონკრეტული მიწის მფლობელებისთვის
სუბურბანი კოლიერსის მიერ შექმნილი დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი პროექტია. კომპანიის მიერ შექმნილი სუბურბანული კონცეფცია, რომელიც ურბანულ კომფორტს ბუნებასთან სიახლოვეს აერთიანებს, დღეს უკვე ორ მიმართულებას მოიცავს – საგურამოსა და ლისს. სუბურბან საგურამო კოლიერსის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც თბილისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვითარდება. საცხოვრებელი უბანი მოიცავს 95 იზოლირებულ მიწის ნაკვეთს, სრულად უზრუნველყოფილს კომუნიკაციების პაკეტითა და საერთო ინფრასტრუქტურით. […]


სუბურბანი კოლიერსის მიერ შექმნილი დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი პროექტია. კომპანიის მიერ შექმნილი სუბურბანული კონცეფცია, რომელიც ურბანულ კომფორტს ბუნებასთან სიახლოვეს აერთიანებს, დღეს უკვე ორ მიმართულებას მოიცავს – საგურამოსა და ლისს.
სუბურბან საგურამო კოლიერსის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც თბილისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვითარდება. საცხოვრებელი უბანი მოიცავს 95 იზოლირებულ მიწის ნაკვეთს, სრულად უზრუნველყოფილს კომუნიკაციების პაკეტითა და საერთო ინფრასტრუქტურით.
სუბურბან საგურამოს განვითარების პროცესში, რომელიც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, პროექტმა გააფორმა ახალი თანამშრომლობა არქიტექტურულ კომპანია არქტურთან. მიზანი იყო კონკრეტული მაგალითების შექმნა იმ დაინტერესებული ადამიანებისთვის ვისაც უჩნდებოდა კითხვა — როგორ გამოიყურება სახლი, რომელიც სუბურბანის არქიტექტურული რეგულაციების დაცვითაა დაპროექტებული.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში არქტურმა შეიმუშავა სამი საცხოვრებელი სახლის განსხვავებული პროექტი, რომლებიც მორგებულია სუბურბან საგურამოს ნაკვეთების ტიპოლოგიაზე. მიუხედავად განსხვავებული განლაგებისა და მოცულობისა, პროექტები ინარჩუნებენ საერთო ვიზუალურ სტილს და ასახავენ სუბურბანის იმ რეგულაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს უბნის არქიტექტურული ერთიანობის შენარჩუნებას.
არქტურის გუნდი აღნიშნავს, რომ წინასწარ განსაზღვრული არქიტექტურული წესები არ გამხდარა შემზღუდველი ფაქტორი – პირიქით, მათ შესაძლებლობა მისცეს შეექმნათ თანამედროვე, ფუნქციური და ლანდშაფტთან ჰარმონიულად შერწყმული სახლები. სამივე პროექტი დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე: – არქიტექტურული რეგულაციების დაცვა; – კავკასიონისა და ნაციონალური პარკის, 360-გრადუსიანი ხედების მაქსიმალური ათვისება; – ბუნებრივ გარემოსთან სრულყოფილი ინტეგრაცია.
ეს ხედვა სრულად ემთხვევა სუბურბანის მთავარ ღირებულებებს – ეკოლოგიურობას, ინდივიდუალურობას და მოწესრიგებულ გეგმარებას. შედეგად, კოლიერსის სუბურბანული პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, როგორი შეიძლება იყოს დაბალი განაშენიანების თანამედროვე უბანი, რომელიც აკმაყოფილებს ხარისხის, ესთეტიკისა და ფუნქციურობის სტანდარტებს.
სუბურბან საგურამოსა და არქტურის თანამშრომლობა მხოლოდ მაგალითების შექმნით არ სრულდება — პროექტის კონცეპტუალური დიზაინი საჩუქრად გადაეცემათ იმ პირებს, ვინც სუბურბან საგურამოს კონკრეტულ ნაკვეთებზე შეაჩერებს არჩევანს. შეთავაზება ვრცელდება შემდეგ მიწის ნაკვეთებზე: #3, #38 და #69.
შეთავაზება ლიმიტირებულია და მიზნად ისახავს არქიტექტურული პროცესის გამარტივებას მათთვის, ვინც სუბურბან საგურამოში მიწის ნაკვეთის შეძენას გეგმავს.
დამატებითი ინფორმაცია მიწის ნაკვეთების და შეძენის პირობების შესახებ იხილეთ Web და Facebook გვერდებზე, ან დაგვიკავშირდით +995 577 30 89 89
(R)
What's Your Reaction?






