დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფები ძალაში შევიდა
დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფები ძალაში შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული უფრო მაღალი ტარიფები, რომელთაც აშშ-თან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვთ, ოფიციალურად ამოქმედდა. დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო მაღალი ტარიფები 11%-დან 50%-მდე მერყეობს, თუმცა ჩინეთის საპასუხო ნაბიჯების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა პეკინის წინააღმდეგ […]


დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფები ძალაში შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული უფრო მაღალი ტარიფები, რომელთაც აშშ-თან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვთ, ოფიციალურად ამოქმედდა.
დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო მაღალი ტარიფები 11%-დან 50%-მდე მერყეობს, თუმცა ჩინეთის საპასუხო ნაბიჯების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა პეკინის წინააღმდეგ ტარიფები 104%-მდე გაზარდა.
ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გარდა, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ევროკავშირს – 20%-იანი ტარიფები დაუწესდა, ვიეტნამს – 46%-იანი, ტაივანს – 32%-იანი, იაპონიას – 24%-იანი, ინდოეთს – 26%-იანი, სამხრეთ კორეას – 25%-იანი, ტაილანდს – 36%-იანი, შვეიცარიას – 31%-იანი, ინდონეზიას – 32%-იანი, მალაიზიას – 24%-იანი, ისრაელს – 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას – 30%-იანი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე დაწესებული საბაზისო 10%-იანი ტარიფები შაბათს, 5 აპრილს ამოქმედდა.
What's Your Reaction?






