კონსტანტინე გამსახურდია: “ხვიჩა” მეგრულად “ელვარეს” ნიშნავს, “ხვიჩა მურიცხი” კი ელვარე ვარსკვლავს

“ნამდვილად, დიდი სიხარულის მომტანი აღმოჩნდა ფეხბურთის ეს ფინალი. “ხვიჩა” მეგრულად “ელვარეს” ნიშნავს, “ხვიჩა მურიცხი” კი ელვარე ვარსკვლავს. ხალხური ლექსის მიხედვით ვარსკვლავები ჩვენი დები და ძმები არიან. სწორედ ასეთი იყო დღევანდელი მატჩის ერთ-ერთი გმირი. ხვიჩამ თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია არამარტო გამორჩეული ტალანტით, არამედ შრომით, უდიდესი ნებისყოფით და დისციპლინით. როგორც არაერთხელ, მან ითამაშა სრულიად გაწონასწორებული ფეხბურთი ინდივიდუალიზმსა და […]

ივნ. 1, 2025 - 02:27
 0
კონსტანტინე გამსახურდია: “ხვიჩა” მეგრულად “ელვარეს” ნიშნავს, “ხვიჩა მურიცხი” კი ელვარე ვარსკვლავს
“ნამდვილად, დიდი სიხარულის მომტანი აღმოჩნდა ფეხბურთის ეს ფინალი. “ხვიჩა” მეგრულად “ელვარეს” ნიშნავს, “ხვიჩა მურიცხი” კი ელვარე ვარსკვლავს. ხალხური ლექსის მიხედვით ვარსკვლავები ჩვენი დები და ძმები არიან. სწორედ ასეთი იყო დღევანდელი მატჩის ერთ-ერთი გმირი.
ხვიჩამ თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია არამარტო გამორჩეული ტალანტით, არამედ შრომით, უდიდესი ნებისყოფით და დისციპლინით. როგორც არაერთხელ, მან ითამაშა სრულიად გაწონასწორებული ფეხბურთი ინდივიდუალიზმსა და გუნდურობას შორის. ამ გამარჯვებას გილოცავთ ყველას!” – წერს სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ს „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. მატჩის ერთ-ერთი, მე-4 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow