"კონფერენს ლიგაზე ძლიერი მეტოქე შეგვხვდა" - ლევან მამუჩაშვილი

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ტორპედომ ტირასპოლის შერიფიდან ვლადიმერ მამუჩაშვილი დაიმატა, რომელმაც კონფერენს ლიგის მოახლოებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა

ივლ. 5, 2025 - 16:27
 0
"კონფერენს ლიგაზე ძლიერი მეტოქე შეგვხვდა" - ლევან მამუჩაშვილი
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ტორპედომ ტირასპოლის შერიფიდან ვლადიმერ მამუჩაშვილი დაიმატა, რომელმაც კონფერენს ლიგის მოახლოებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა:

ჩემი კონტრაქტი ძალაში იყო კიდევ ერთი წელი, მაგრამ ქუთაისის „ტორპედომ“ დიდი ინტერესი გამოიჩინა, რის გამო მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ტრანსფერში მონაწილეობდა – დაფასებისთვისა და ნდობისთვის. ვეცდები, ნდობა გავამართლო.

მოლდოვის გუნდები ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ჩვენზე ბევრად მეტჯერ მოხვდნენ. მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ჩემპიონატის დონე მოლდოვაში უფრო მაღალია. რაღაც პლუსები აქვთ, რაღაცებით კი საქართველოს ეროვნული ლიგა უფრო წინაა. იქ თამაშების ტემპი ოდნავ უფრო მაღალი და ხისტია. ჩვენს ეროვნული ლიგაში კი ტექნიკურად ბევრად წინ ვართ და უფრო შემოქმედებითი მოთამაშეები გვყავს.

კონფერენს ლიგაზე „ორდაბასს“ ვხვდებით, რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია. თუმცა ვთვლი, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქეზე ნაკლები დადებითი მხარე არ აქვს. შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი. რა თქმა უნდა, სახლში უპირატესობა „ტორპედოს“ ექნება და ეს უპირატესობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

- ამბობს მამუჩაშვილი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow