კონფერენს ლიგაზე რასინგ უნიონთან თამაშამდე გორის დილას მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო ლონგომ ასეთი კომენტარი გააკეთა:
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა ჩვენი მეტოქე – როცა ასეთი დონის ტურნირზე მონაწილეობ, სუსტი გუნდი არ არსებობს. ყველა უნდა დააფასო და თითოეულ შეხვედრას ისე უნდა მიუდგე, როგორც ფინალს. ვნახე ორივე შესაძლო მეტოქის თამაში – ორივეს საკმაოდ ახალგაზრდული და დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მოედანზე უნდა გავიდეთ და მაქსიმუმი ვაჩვენოთ, რათა ყველა შესაძლო ეტაპი წარმატებით გავიაროთ.
თუმცა სანამ კონფერენსლიგის მატჩები მოვა, მანამდე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა საქართველოს სუპერთასზე „იბერიასთან“ გვაქვს ჩასატარებელი. ამ ეტაპზე სრული კონცენტრაცია სწორედ ამ დაპირისპირებისკენ გვაქვს მიმართული, რათა შევძლოთ გამარჯვება და ფინალში გასვლა. აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი და ჩემს ფეხბურთელებთან ერთად ყველაფერს გავიღებ ამისთვის.
- თქვა ლონგომ.
ცნობისთვის, პირველი მატჩი ლუქსემბურგში 10 ივლისს შედგება, განმეორებითი შეხვედრა კი თბილისში, 1 კვირაში გაიმართება.