კუბარსის უსწრებს - საბა გოგლიჩიძე საუკეთესოთა შორის მოხვდა

ქართველი მცველი შესანიშნავად გამოიყურება

აპრ. 28, 2025 - 19:57
 0
კუბარსის უსწრებს - საბა გოგლიჩიძე საუკეთესოთა შორის მოხვდა
მიუხედავად პატარა ასაკისა, საქართველოს ეროვნული ნაკრების დაცვის მომავალი, საბა გოგლიჩიძე ელიტარულ სერია A-ში შესანიშნავად გამოიყურება და თამაშს თამაშზე ატარებს.

საბას ასაკისთვის ძირითადში ნელ-ნელა მოხვედრა და ეტაპობრივი შეჩვევაა დამახასიათებელი, თუმცა ქართველმა მცველმა იტალიასთან ადაპტაცია სულ მალე გაიარა და მიმდინარე სეზონში გოგლიჩიძემ უკვე 30 შეხვედრა ჩაატარა (სხვათა შორის, ასისტით საბამ ბოლო ტურში პირველი საგოლე მოქმედებაც ჩაიწერა).

აი, როგორია ევროპის ტოპ 5 ლიგაში მოთამაშე ახალგაზრდა მცველების საუკეთესო ხუთეული ნათამაშები წუთების მიხედვით:

1. კრისტიან მოსკერა (ვალენსია, 20 წლის) – 2 870 წუთი
2. საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, 20 წლის) – 2 374 წუთი
3. პაუ კუბარსი (ბარსელონა, 18 წლის) – 2 345 წუთი
4. ლუის ჰოლი (ნიუკასლ იუნაიტედი, 20 წლის) – 2 193 წუთი
5. მამადუ სარი (სტრასბურგი, 19 წლის) – 2 119 წუთი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow