ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ლამინე იამალი გახდა
ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ლამინე იამალი გახდა

თინეიჯერმა ვარსკვლავმა შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა — ლა ლიგაში მან 35 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელი იყო ასისტების მხრივ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლა ლიგამ სეზონის საუკეთესო მწვრთნელად ასევე ბარსელონას დამრიგებელი, ჰანსი ფლიკი დაასახელა.
What's Your Reaction?






