ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს, ყველგან დანაშაული, არსად – დამნაშავე, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს?
საპატიმროში დღეს მყოფი ადამიანების უდიდესი ნაწილი პროპაგანდის მსხვერპლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება უნდა იყოს ჰუმანური, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს. „იმდენად მასშტაბური პროპაგანდა წარმოებდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ამაში იყვნენ ჩართული, მათ შორის უცხოელები, პირდაპირ ელჩები, კიდევ უფრო […]


საპატიმროში დღეს მყოფი ადამიანების უდიდესი ნაწილი პროპაგანდის მსხვერპლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება უნდა იყოს ჰუმანური, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს.
„იმდენად მასშტაბური პროპაგანდა წარმოებდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ამაში იყვნენ ჩართული, მათ შორის უცხოელები, პირდაპირ ელჩები, კიდევ უფრო მაღალი თანამდებობის პირები და ა.შ. ბუნებრივია, საზოგადოება შედგება ასეთი წევრებისგან, ისეთი წევრებისგან, ვიღაც ასეთ ოჯახში ცხოვრობს, ვიღაც ისეთ ოჯახში, ვიღაც მეტად ექვემდებარება პროპაგანდას, ვიღაც ნაკლებად.
საბოლოო ჯამში, ამ ადამიანების უმეტესობა, ამას ვერ ვიტყოდი მაგალითად მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება, პოლიციის და პოლიციელის ღირსების შეურაცხყოფა, მაგრამ უმეტესობა ამ ადამიანებისა, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი, არიან მსხვერპლი.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს ზოგადად ჰუმანური. ეს არ გულისხმობს იმას, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს. კანონის აღსრულება არის აუცილებელი რატომ, ნახეთ რა მოხდა, იყო 2023 წელსაც გარედან დაგეგმილი და წარმართული რევოლუციური პროცესი, უმძიმესი პროცესები, იქაც იყო შტურმი პარლამენტზე, პოლიციელებისთვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენება, მათი ჯანმრთელობის დაზიანება და ა.შ.
ლამის ნახევარი ქალაქი გადაწვეს და ერთადერთი ადამიანი იქნა დაპატიმრებული, ცნობილი გრიგორიადისი. ამხელა ამბავი მოხდა, ამდენი დანაშაული იქნა ჩადენილი, თან ჯგუფურად და 1 კაცი იყო დაკავებული, ისიც შეწყალებით გამოვიდა გარეთ. რა თქმა უნდა, ასეთ პროცესს აქვს წამახალისებელი ეფექტი, არა პრევენციული, არამედ პირიქით. შემდეგ იყო გაზაფხულზე, შარშან, 2024 წელს, ანალოგიური პროცესები, ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს, იქაც დაპატიმრებული იყო 6 ადამიანი, აქედან 1 შეიწყალა. მე ვფიქრობ, რომ მაშინ იყო არასწორი მიდგომა. რაღაც მესიჯები რომ აქვთ, იმის ანალოგია რომ ავიღოთ, რეალური ანალოგია, ყველგან დანაშაული, არსად დამნაშავე. შეიძლება ასეთი რამე მოხდეს? ოპოზიციის მესიჯია, რომ ჩვენ გადავწვით ნახევარი ქალაქი, გახსოვთ რა ხდებოდა, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა ერთ თვალში მხედველობა დაკარგა, უამრავი სხვა პოლიციელი დაშავდა, დაზიანდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ .
What's Your Reaction?






