ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 19-21 ივლისის პერიოდისთვის
სააგენტო "პარალელი" ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 19-21 ივლისის პერიოდისთვის 18 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 19 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში. ივნისის თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები, რაც ივლისის თვეშიც გაგრძელდა. აშშ […] ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 19-21 ივლისის პერიოდისთვის პარალელი

სააგენტო "პარალელი"
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 19-21 ივლისის პერიოდისთვის
18 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 19 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში.
ივნისის თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევა, რიგ შემთხვევაში რყევები იყო სერიოზულიც, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, გამოიკვეთა მეტ-ნაკლები გამყარებისა და ერთგვარი სტაბილიზაციის ნიშნები, რაც ივლისის თვეშიც გაგრძელდა.
აშშ დოლართან მიმართებაში ივლისშიც გაგრძელდა სტაბილური გამყარების პერიოდი. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
15 ივლისი – 2.7149;
16 ივლისი – 2.7138;
17 ივლისი – 2.7127;
18 ივლისი – 2.7121.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0003 ლარით და 1 აშშ დოლარი 19 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7118 ლარი ეღირება.
ივნისის ბოლოს ლარის გაუფასურების შემდეგ, ევროსთან მიმართებაში ივლისში ლარის კურსის ერთგვარი სტაბილიზაცირება მოხდა და გამყარების ნიშნებიც გამოიკვეთა. ბოლო 5 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
15 ივლისი – 3.1737;
16 ივლისი – 3.1703;
17 ივლისი – 3.1511;
18 ივლისი – 3.1425.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე უკვე საგრძნობლად გაუფასურდა, 0.0143 ლარით და 19 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1568 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში. კერძოდ, შემდეგი კურსი განისაზღვრა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 19 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6460 ლარი (გაუფასურდა 0.0123 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0672 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6493 (გაუფასურდა 0.0019 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5946 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0675 ლარი (გამყარდა 0.0008 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3817 ლარი (გაუფასურდა 0.0097 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7782 ლარი (გაუფასურდა 0.0010 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1474 ლარი (გამყარდა 0.0034 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.0889 ლარი (გაუფასურდა 0.0085 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8253 ლარი (გაუფასურდა 0.0009 ლარით).
რუსულ რუბლთან მიმართებაში სახეზე იყო კურსის ცვლელებები – ივლისი დაიწყო გამყარებით, შემდეგ მოხდა გაუფასურება ბოლო კვირაში კი ისევ გამოიკვეთა გამყარების ნიშნები. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, კი 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
15 ივლისი – 3.4690;
16 ივლისი – 3.4710;
17 ივლისი – 3.4719;
18 ივლისი – 3.4672.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე კიდევ გამყარდა, 0.0138 ლარით და 19 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4534 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 19-21 ივლისის პერიოდისთვის
პარალელი
What's Your Reaction?






