ლაურენტისმა შეცდომები აღიარა - რატომ დარჩა კონტე ნაპოლიში

ანტონიო კონტემ განმარტა, რატომ დარჩა "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელად გასული სეზონის შემდეგ, მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა...

ივნ. 21, 2025 - 16:27
 0
ლაურენტისმა შეცდომები აღიარა - რატომ დარჩა კონტე ნაპოლიში
ანტონიო კონტემ განმარტა, რატომ დარჩა "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელად გასული სეზონის შემდეგ, მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, რომ კლუბს დატოვებდა.

სპორტულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს კონტესა და კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო და ეს იქნებოდა მისი წასვლის მიზეზი. თუმცა, როგორც თავად კონტე აცხადებს, მხარეებმა ისაუბრეს და უთანხმოებები მოაგვარეს.

ძალიან ღირებული საუბარი გვქონდა, სადაც ორივემ ჩვენი ხედვები გავუზიარეთ ერთმანეთს. მან აღიარა შეცდომები და ის საკითხები, რაც საჭიროებს გამოსწორებას. კლუბთან კონტრაქტი მაქვს და ჩემთვის მთავარია, ყველაფერი სწორად გაირკვეს. დანარჩენი მხოლოდ ჭორებია“, – თქვა კონტემ, ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით.









What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow