ლეგიონერები | დიხამინჯიამ 10 გოლი გაიტანა, ორჯონიკიძემ – 9

ლეგიონერები | დიხამინჯიამ 10 გოლი გაიტანა, ორჯონიკიძემ – 9

აპრ. 25, 2025 - 07:27
 0
ლეგიონერები | დიხამინჯიამ 10 გოლი გაიტანა, ორჯონიკიძემ – 9
ქართველი ლეგიონერები განაგრძობენ შედეგიან თამაშს თავიანთ გუნდებში.

ჩრდილოეთ მაკედონიაში „ოჰრიდმა“ „ტიკვეში“ სტუმრად 24:20 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თეიმურაზ ორჯონიკიძე იყო, რომელმაც 9 გოლი გაიტანა. მომდევნო მატჩს „ოჰრიდი“ 4 მაისს „სკოპიესთან“ გამართავს.

დრამატული მატჩი გაიმართა პოლონეთში – „აზოტი“ სტუმრად „ზაგლებიეს“ ესტუმრა – შეხვედრა ფრედ 43:43 დასრულდა, მატჩისშემგომ პენალტების სერიაში კი „ზაგლებიემ 3:1 მოიგო და საბოლოოდ მეტოქე 46:44 დაამარცხა.

„აზოტის“ შემადგენლობაში ზურაბ ცინცაძეს არ უთამაშია, სამაგიეროდ გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, გიორგი დიხამინჯია, რომელმაც მეტოქის კარში 10 გოლი გაიტანა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow