“ლეიკერსის” საჩუქარი ხვიჩას – პსჟ ტურნირიდან გამოვარდნის საშიშროების წინაშეა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პსჟ სიეტლში ადგილობრივ „საუნდერსს“ დაუპირისპირდება და პლეი-ოფში გასასვლელად გამარჯვების მოპოვება სჭირდება. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გასულ მატჩში „ბოტაფოგოსთან“ ექსპერიმენტს მიმართა, ძირითად შემადგენლობაში ბერალდო, ერნანდესი, ზაირ-ემერი და მეილიუ დააყენა, რამაც არ გაამართლა და არაა გამორიცხული, ჩემპიონთა ლიგის მომგებ გუნდს პარიზში ვადამდე დაბრუნება მოუწიოს. ლოს-ანჯელესიდან გამგზავრების წინ „პარი სენ ჟერმენის“ რამდენიმე […]

ივნ. 23, 2025 - 03:57
 0
“ლეიკერსის” საჩუქარი ხვიჩას – პსჟ ტურნირიდან გამოვარდნის საშიშროების წინაშეა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პსჟ სიეტლში ადგილობრივ „საუნდერსს“ დაუპირისპირდება და პლეი-ოფში გასასვლელად გამარჯვების მოპოვება სჭირდება.
მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გასულ მატჩში „ბოტაფოგოსთან“ ექსპერიმენტს მიმართა, ძირითად შემადგენლობაში ბერალდო, ერნანდესი, ზაირ-ემერი და მეილიუ დააყენა, რამაც არ გაამართლა და არაა გამორიცხული, ჩემპიონთა ლიგის მომგებ გუნდს პარიზში ვადამდე დაბრუნება მოუწიოს.
ლოს-ანჯელესიდან გამგზავრების წინ „პარი სენ ჟერმენის“ რამდენიმე ფეხბურთელს და მათ შორის ს „ლეიკერსმა“ მაისურები გადასცა. პარიზელებმა კარგი მასპინძლობისთვის კალიფორნიის უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადეს და მორიგი შეხვედრის დანიშნულების ადგილზე გაემგზავრნენ.
„პარიზიენის“ ცნობით, უსმან დემბელემ ტრავმა მოირჩინა, საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ ესპანელი სპეციალისტი არ გარისკავს და სასტარტოში არ დააყენებს. სათადარიგოთა შორის გადაინაცვლებს გონსალო რამუში, რომელმაც წინა ორ მატჩში თავი ვერაფრით გამოიჩინა. გამოცემა წერს, რომ საბედნიეროდ პსჟ შემტევების დეფიციტს არ განიცდის და მისი შეცვლა პრობლემას არ წარმოადგენს.
პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, დუე, ბარკოლა, კვარაცხელია.
თამაში 72-ათასიან „ლიუმენ ფილდზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და როგორც იტყობინებიან, ანშლაგია მოსალოდნელი.
ჩაკვეტაძე “უოტფორდში” ვადამდე დაბრუნდა – გადავა პრემიერლიგის გუნდში?
ლი სასტარტოში, დრო დემბელეს და მესისთან დაპირისპირების გაზრდილი შანსი
დავითაშვილით საფრანგეთის რვაგზის ჩემპიონი დაინტერესდა

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow