რანგნიკი: ამიტომ მოიგო პსჟ-მ კვარაცხელიასთან და არა მბაპესთან, მესისთან და ნეიმართან ერთად ჩემპიონთა ლიგა

ავსტრიის ნაკრების ნაკრების მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ახსნა, რის ხარჯზე მოიგო პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა. „იცით, ამდენი ფულის დახარჯვის შემდეგ, რატომ გახდა პსჟ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული? ისინი 10 თუ 15 წელი ბევრ ფულს ხარჯავდნენ. და ახლა მთავარი ვარსკვლავები წავიდნენ. აღარც მბაპეა, აღარც მესი, აღარც ნეიმარი და უეცრად ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. შემთხვევითობაა? არა. მათ ეს გზა გაიარეს. მაგალითად […]

ივნ. 23, 2025 - 03:57
 0
რანგნიკი: ამიტომ მოიგო პსჟ-მ კვარაცხელიასთან და არა მბაპესთან, მესისთან და ნეიმართან ერთად ჩემპიონთა ლიგა

ავსტრიის ნაკრების ნაკრების მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ახსნა, რის ხარჯზე მოიგო პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა.
„იცით, ამდენი ფულის დახარჯვის შემდეგ, რატომ გახდა პსჟ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული? ისინი 10 თუ 15 წელი ბევრ ფულს ხარჯავდნენ. და ახლა მთავარი ვარსკვლავები წავიდნენ. აღარც მბაპეა, აღარც მესი, აღარც ნეიმარი და უეცრად ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. შემთხვევითობაა? არა. მათ ეს გზა გაიარეს.
მაგალითად კვარაცხელია შეიძლება მოვიყვანოთ, მან როდესაც ანგარიში 4:0 იყო, მატჩის დასრულებამდე კი 20 წუთი რჩებოდა, ბურთის დასაბრუნებლად ისევ გაირბინა 60 მეტრი. არასოდეს მინახავს მსგავსი რამ ნეიმარს, მესის ან მბაპეს გაეკეთებინოთ. აი, ამაშია ამ გუნდის სიძლიერე“, – ციტირებს რანგნიკს კატალონიური „სპორტი“.
“ლეიკერსის” საჩუქარი ხვიჩას – პსჟ ტურნირიდან გამოვარდნის საშიშროების წინაშეა

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow