ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ უსმან დემბელე დასახელდა
ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ უსმან დემბელე დასახელდა

დემბელესთან ერთად პრესტიჟულ ჯილდოზე წარდგენილნი იყვნენ მისი თანაგუნდელები აშრაფ ჰაკიმი, დეზირე დუე და ვიტინია, ასევე "ლიონის" ტალანტი რაიან ჩერკი. მიუხედავად ძლიერი კონკურენციისა, გამარჯვება სწორედ 27 წლის შემტევს დარჩა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ფენომენური სტატისტიკა აჩვენა – 28 მატჩში 21 გოლი გაიტანა და ჯერ კიდევ გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით ლიდერობს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აღნიშნული ჯილდო მუდმივად კილიან მბაპესთან "მიდიოდა", რომელმაც მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდი დატოვა და კარიერას "ბლანკოსში" აგრძელებს.
What's Your Reaction?






