"ლივერპულმა ალისონთან ერთად ლა ლიგის საუკეთესო მეკარეც თან დაიმატა" - დეკუ "ბარსას" სტრატეგიაზე საუბრის დროს
"ლივერპულს ალისონი ჰყავს და თან ლა ლიგის საუკეთესო მეკარე დაიმატეს" - დეკუ "ბარსას" სტრატეგიაზე საუბრის დროს

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ, ხოან გარსიას ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
დეკუ ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს :
"რატომ შევიძინეთ გარსია - მაგალითს მოვიყვან: ლივერპულს ჰყავს 32 წლის ალისონი და მან პარალელურად დაიმატა ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, 24 წლის გიორგი მამარდაშვილი. როდესაც შენს კლუბში მეკარე 32-33 წლის ხდება, უკვე აუცილებელია მომავალზე ფიქრი.“
- აღნიშნა ვეტერანმა პორტუგალიელმა.
როგორც უკვე გაიგეთ, "ბარსელონამ" "ესპანიოლის" მეკარე ოფიციალურად შეიძინა, რაც, როგორც ჩანს, მხოლოდ სათადარიგო პოზიციის გასაძლიერებლად კი არა, არამედ გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილის სახით განიხილება.
What's Your Reaction?






