"ლივერპულში მისი ადგილი მოიძებნება" - სალაჰი დე ბრუინს ეპატიჟება

„ლივერპულის“ ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა გარი ნევილთან ინტერვიუს დროს კევინ დე ბრუინის შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა და აღნიშნა...

მაი. 17, 2025 - 13:27
 0
"ლივერპულში მისი ადგილი მოიძებნება" - სალაჰი დე ბრუინს ეპატიჟება
„ლივერპულის“ ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა გარი ნევილთან ინტერვიუს დროს კევინ დე ბრუინის შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბელგიელი ნახევარმცველი პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად დარჩება.

კევინმა საოცარი კარიერა ჩაატარა 'სიტიში'. ის არა მხოლოდ გუნდისთვის, არამედ მთელი ლიგისთვის განსაკუთრებული იყო. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ისე... ჩვენს გუნდში მისთვის ადგილი ნამდვილად მოიძებნება!“ – ხუმრობით დასძინა სალაჰმა.

დე ბრუინი „მანჩესტერ სიტის“ 2015 წელს შეუერთდა და წლების განმავლობაში კლუბის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბელგიელი ახალ კლუბში გადავა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow