“ლურჯი მოცვი გლობალურად საშუალოდ 15-20%-ითაა გაძვირებული” – ასოციაცია

2025 წელს ლურჯი მოცვის საშუალო ფასი 15-20%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ “საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის” პრეზიდენტმა, თორნიკე ფანჯავიძემ, BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა. ფანჯავიძის თქმით, ფასების ზრდა უკავშირდება გლობალურად შემცირებულ მოსავალს, რაც ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის არახელსაყრელი ამინდის შედეგად დადგა. „გლობალურ ჭრილში მოცვის ინდუსტრიაში იყო შედარებით მაღალი ფასი – იგივე იყო სერბეთშიც, იგივეა ახლა […]

აგვ. 4, 2025 - 02:27
 0
“ლურჯი მოცვი გლობალურად საშუალოდ 15-20%-ითაა გაძვირებული” – ასოციაცია

2025 წელს ლურჯი მოცვის საშუალო ფასი 15-20%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ “საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის” პრეზიდენტმა, თორნიკე ფანჯავიძემ, BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.
ფანჯავიძის თქმით, ფასების ზრდა უკავშირდება გლობალურად შემცირებულ მოსავალს, რაც ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის არახელსაყრელი ამინდის შედეგად დადგა.
„გლობალურ ჭრილში მოცვის ინდუსტრიაში იყო შედარებით მაღალი ფასი – იგივე იყო სერბეთშიც, იგივეა ახლა პოლონეთშიც. იყო ამინდის პრობლემა და მოსავლიანობა გლობალურად შემცირდა“, – აღნიშნა ფანჯავიძემ.
მისივე განცხადებით, ევროპასა და რუსეთში მოცვის ფასები სტაბილური დარჩა. ევროპის ბაზრებზე, როგორიცაა ნიდერლანდები და პოლონეთი, ფასი სეზონის განმავლობაში დიდი მერყეობით არ გამოირჩეოდა.
„ევროპაში ფერმერს მოცვის რეალიზაციის შედეგად საშუალოდ 5-დან 5.5 ევრო რჩება. ეს სტაბილური ბაზარია – არც ძალიან მაღალი ფასია სეზონის დასაწყისში და არც დაბალი სეზონის ბოლოს“, – განმარტა ფანჯავიძემ.
რაც შეეხება აზიის ბაზრებს, მათ შორის ინდოეთს, საუდის არაბეთსა და დუბაის, ფანჯავიძე მათ ნიშურ და მზარდ მიმართულებებად აფასებს, სადაც ულტრა პრემიუმ ხარისხის პროდუქციის მაღალ ფასად გაყიდვაა შესაძლებელი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow