მამუკა მდინარაძე 20 ივნისზე – დასამშვიდებელი ერთადერთი კაცი იყო და ამშვიდებდა ლომჯარია ძიძიგურის კაბინეტის მოსასვენებელ ოთახში – წარმოიდგინეთ, სახალხო დამცველი იმყოფებოდა შს მინისტრთან ერთად, ორი აგენტი
გიორგი გახარია რაღაც მომენტში, მართლა შემეცოდა. თავის ტყუილებში აიხლართა, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მოსმენა. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, გროგი გახარია ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებას აძლევდა კომისიას. მდინარაძემ გაიხსენა 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებული მოვლენები, მისი თქმით, გიორგი გახარია პარლამენტში „გიჟივით დარბოდა წინ და უკან“ და […]


გიორგი გახარია რაღაც მომენტში, მართლა შემეცოდა. თავის ტყუილებში აიხლართა, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მოსმენა.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, გროგი გახარია ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებას აძლევდა კომისიას.
მდინარაძემ გაიხსენა 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებული მოვლენები, მისი თქმით, გიორგი გახარია პარლამენტში „გიჟივით დარბოდა წინ და უკან“ და ვერ იგებდა რა უნდა გეკეთებინა, ხოლო მაშინდელი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამშვიდებდა.
„ იმ ამბის მერე, რაც გახარიამ იკადრა, მის როლში მყოფი ადამიანი თუ შემეცოდებოდა. არ მეგონა. რაღაც მომენტში, მართლა შემეცოდა. თავის ტყუილებში აიხლართა. კაცი, რომელიც ამბობს, რომ 20 ივნისს იქით ვამშვიდებდი ვიღაცასო, რა დღეშია. მე ვარ ერთ-ერთი, ვინც პირველი მივიდა და მთელი დღის განმავლობაში არ დამიტოვებია პარლამენტის შენობა. დასამშვიდებელი ერთადერთი კაცი იყო იმ დღეს და ამშვიდებდა ლომჯარია ზვიად ძიძიგურის კაბინეტის მოსასვენებელ ოთახში, ძირითადად 2-3 ადამიანი იყო, გიჟივით დარბოდა წინ და უკან, ვერ იგებდა რა უნდა გეკეთებინა. ერთადერთი, რაც როგორც ჩანს გაიგო, დავალება გასცა, რომელზეც ხელი შეაწმინდა ქართველ პოლიციელებს და სპეცრაზმელებს, ეს იკადრა.
მთელი დღის განმავლობაში გვესმოდა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება, ამავდროულად საკუთარი თავის წინააღმდეგ. 20 ივნისი, როცა 3 ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება თქვა და პოლიციას შეაწმინდა ხელი“,- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, 20 ივნისს, პარლამენტის შენობაში ყოფილი სახალხო დამცველი და გიორგი გახარია ერთად იყვნენ, რაც გახარიას „არ ახსოვდა“.
ლომჯარია არ ახსოვდა – მთავარი კონსულტანტი, ვისთან ერთადაც უწყვეტ რეჟიმში იყო. წარმოიდგინეთ, სახალხო დამცველი იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად. ასეთ დროს, ეს ხომ ორი სხვადასხვა მხარეა, ერთი ღონისძიებას უნდა აკონტროლებდეს, ხოლო მეორე იცავდეს ხალხს, ამ დღეს, ორი აგენტი იყო ერთად, ერთ დღეს.
კაცს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ვინ გასცა ტყვის გასროლის ბრძანება მანამდე, ვიდრე წყალი და გაზი იქნებოდა გამოყენებული, ეს რაში წერია, ალბათ ხვდებით“,- აღნიშნა მან.
მისივე თქმით, გახარიამ სამი მნიშვნელოვან საკითხზე მოიტყუა.
მდინარაძის თქმით, ყველა თემაზე, რაზეც გახარიამ ისაუბრა, მოიტყუა.
„ჩორჩანა – მოიტყუა, რომ გადმოწეული არ არის 1 მეტრითო. კილომეტრზე მეტით გადმოიწია. „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ერთადერთი შემთხვევაა , ეს არის მაგ ამბავში მთელი უბედურება, როდესაც მისი პროვოკაციული მოქმედების შედეგად არსებულიდან კილომეტრზე მეტით გადმოიწია, საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის სიღრმეში საოკუპაციო ხაზმა. ერთადერთი შემთხვევაა. ეს იყო გახარიას მოღალატეობრივი და ავანტიურისტული მოქმედების შედეგი.
მესამე ტყუილი იყო მელიაზე. დღეს გავიგეთ ახალი რეალობა, თურმე წყენია ბიძინა ივანიშვილი დილით ჩაერიაო რაღაცებში. ალუდა ღუდუშაურმა ძლივს აღიარებინა, რომ ის აშშ-ს ელჩს შეხვდა. ძლივს ათქმევინეს. ისიც აღიარა, რომ ნიკა მელიას თემაზე იყო შეხვედრა. ოღონდ, კომისიის წევრებს დიდი წვალება დასჭირდათ, რომ ეს ეპასუხა და აქაც უდიდესი ტყუილი თქვა.
გახარია დღეს ცდილობდა ქართული საზოგადოება მოეტყუებინა, რომ თითქოს ელჩმა უთხრა „სამართალი აღასრულეო“. აქაც აიხლართა. რაც კი თქვა, ერთი სიმართლეც კი არ უთქვამს. ანუ რაზეც ილაპარაკა ყველაფერი მოიტყუა. მან უნდა უპასუხოს კითხვებს – ჩორჩანა, 20 ივნის, მელიასთვის გადადგომა, პანკისში როგორ მოიქცნენ პოლიციელებს, სარალიძის საქმე – ასეთი მოქმედებების კასკადი ან იყო უმეცრების ბრალი ან იყო დავალება და დავალების შესრულება აგენტის მიერ ან უნდა თქვას , რომ გარედან დაავალეს და ამ ყველაფერს სპეციალურად აკეთებდა. „ბასიანიც“ დამავიწყდა, ამხელა საპოლიციო ძალებით, რომ შევარდა და შემდეგ გამოვიდა და ხალხს ბოდიშები უხადა. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ მეორესთან გვაქვს საქმე. ასეთი შტერიც არ არის, რომ შეცდომით მოუვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის არის აგენტი“, – განაცხადა მდინარაძემ.
What's Your Reaction?






