მოქალაქე: ქოცებმა სასიკვდილოდ გაგვიმეტეს… კეფისა და ნათხემის ადგილას წვეტიანი ნივთი ჩამარტყეს თავში, ბევრი ნახეთქი ჭრილობები მოგვაყენეს

მოქალაქე ლექსო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თავისუფლების მოედანზე მასსა და მის მეგობარს უცნობი პირები თავს დაესხნენ – მისივე ცნობით, თავდამსხმელებმა თავის არეში არაერთი ჭრილობა მიაყენეს, ხოლო მის მეგობარს, ლევან ყანჩაველს თავის ქალა გაუბზარეს. “სასიკვდილოდ გაგვიმეტეს ქოცებმა” – წერს ლექსო სამხარაძე Facebook-ის პირად გვერდზე და განცხადებას თან ფოტოებს ურთავს, სადაც მისი გაგლეჯილი ქუდი ჩანს. სასიკვდილოდ გაგვიმეტეს ქოცებმა. […]

აპრ. 14, 2025 - 23:27
 0
მოქალაქე: ქოცებმა სასიკვდილოდ გაგვიმეტეს… კეფისა და ნათხემის ადგილას წვეტიანი ნივთი ჩამარტყეს თავში, ბევრი ნახეთქი ჭრილობები მოგვაყენეს

მოქალაქე ლექსო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თავისუფლების მოედანზე მასსა და მის მეგობარს უცნობი პირები თავს დაესხნენ – მისივე ცნობით, თავდამსხმელებმა თავის არეში არაერთი ჭრილობა მიაყენეს, ხოლო მის მეგობარს, ლევან ყანჩაველს თავის ქალა გაუბზარეს.

“სასიკვდილოდ გაგვიმეტეს ქოცებმა” – წერს ლექსო სამხარაძე Facebook-ის პირად გვერდზე და განცხადებას თან ფოტოებს ურთავს, სადაც მისი გაგლეჯილი ქუდი ჩანს.

სასიკვდილოდ გაგვიმეტეს ქოცებმა.

ძალიან ბევრჯერ დამესხნენ თავს და ყოველ ჯერზე მოვახერხე უდანაკარგოდ გამოვსულიყავი. ამჯერად თავისუფლების მოედანზე უკნიდან კეფისა და ნათხემის ადგილას, კასტეტისმაგვარი წვეტიანი ნივთი ჩამარტყეს თავში და ამითივე შეიარაღებულებმა მუშტი კრივი გაგვიმართეს. საკმაოდ ბევრი ნახეთქი ჭრილობები მოგვაყენეს თავის არეში.

ჩემ ძმაკაც Levan Kanchaveli-ს ოპერაცია დასჭირდა, რადგან თავის ქალა გაუბზარეს. გაბზარულ ადგილას სანტიმეტრ ნახევრიანი ტიტანის იმპლანტი ჩაუდგეს. ხვალე მივდივარ მეც კატეს გადასაღებად.

ჩვენ მალე გავმოვჯამრთელდებით და იმაზე ჩქარა ვიდრე მავანთ გონიათ, გათავისუფლებულ რეჟიმის ტყვეებთან ერთად, ავღნიშნავთ ქოცების რუსეთში გაქცევას.

P.S. პირველ სურათში, ჩემი კეპია რომ მიხვდეთ, დაახლოებით როგორი წვეტიანი საგანი ჩამარტყეს და იმავე საგანით გვეჩხუბნენ.” – წერს მოქალაქე. 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow