მანჩესტერ სიტი ვულვზიდან აიტ ნურის დამატებას განიხილავს

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ მანჩესტერ სიტი ახალი სეზონისთვის ვულვერჰემპტონიდან განაპირა მცველის, რაიან აიტ ნურის დამატებას განიხილავს

მაი. 27, 2025 - 13:27
 0
მანჩესტერ სიტი ვულვზიდან აიტ ნურის დამატებას განიხილავს
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ მანჩესტერ სიტი ახალი სეზონისთვის ვულვერჰემპტონიდან განაპირა მცველის, რაიან აიტ ნურის დამატებას განიხილავს.

ალჟირელ უკანახაზელს 2024/2025 წლების პრემიერ ლიგის სეზონი ფენომენალური გამოუვიდა. 23 წლის ფეხბურთელმა ჯამში 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა, ასეთი სეზონი კი აფრიკელ მცველს აქამდე არასდროს ჰქონია.

რაც შეეხება მანჩესტერ სიტის, აქ მარცხენა ფლანგზე უმეტესად იოსკო გვარდიოლი თამაშობს ხოლმე, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველია და თავის სტანდარტულ პოზიციას დაბრუნებას ამჯობინებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow