"ნეიმარს ბოლომდე ვეყრდნობი" - კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების გეგმებზე

სელესაოს ჩაბარებიდან მალევე კარლომ ნაკრებში ძველი გვარდიის დაბრუნება დაიწყო. ანჩელოტიმ თავისთან ორ ისეთ ვარსკვლავს უხმო, როგორებიც ნეიმარი და კაზემირო არიან

მაი. 27, 2025 - 13:26
 0
"ნეიმარს ბოლომდე ვეყრდნობი" - კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების გეგმებზე
სულ რამდენიმე დღეა, რაც კარლო ანჩელოტიმ მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და ანალოგიურ თანამდებობაზე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში დაინიშნა.

სელესაოს ჩაბარებიდან მალევე კარლომ ნაკრებში ძველი გვარდიის დაბრუნება დაიწყო. ანჩელოტიმ თავისთან ორ ისეთ ვარსკვლავს უხმო, როგორებიც ნეიმარი და კაზემირო არიან.

ცხადია, ბევრისთვის საინტერესოა თუ რამდენად ხშირად მისცემს შეტევაში ნეიმარს შანსებს ანჩელოტი, რაზეც მან შემდეგი რამ თქვა:

ნეიმარს ბოლომდე დავეყრდნობი. ჩემი სურვილია, რომ ის მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის სრულებით მზადყოფნაში იყოს.

- თქვა ანჩელოტიმ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow