მანჩესტერ სიტი ტიჯანი რეინდერსის სწრაფად შეძენას ცდილობს
იმის გამო, რომ გუნდიდან კევინ დე ბრუინი მიდის, მანჩესტერ სიტი და პეპ გვარდიოლა ახალი ნახევარმცველის გამალებულ ძიებაში არიან

როგორც ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი, ქალაქელები უპირატესობას მილანის ნახევარმცველ ტიჯანი რეინდერსს ანიჭებენ, რომელთანაც სიტიმ კონტაქტი უკვე დაამყარა.
ფაბრიციო რომანო წერს, რომ ინგლისური კლუბი ტრანსფერის მალევე დახურვას ცდილობს, რათა სხვა გუნდების ჩარევა მაქსიმალურად აირიდოს თავიდან.
ტრანსფერზე მნიშვნელოვანი დისკუსიები შემდეგი კვირიდან დაიწყება, მოლაპარაკებაში კი ორივე მხარე აქტიურადაა ჩართული.
What's Your Reaction?






