საქართველოს ნაკრებმა, ჭაბუკთა ევროპის შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

რამდენიმე წუთის წინ, ქართული ძიუდოს ფედერაციის გვერდმა სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გამოაქვეყნა

ივნ. 30, 2025 - 00:57
 0
საქართველოს ნაკრებმა, ჭაბუკთა ევროპის შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
რამდენიმე წუთის წინ, ქართული ძიუდოს ფედერაციის გვერდმა სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გამოაქვეყნა.

საქართველოს ჩემპიონთა ახალი თაობა ეზრდება, რომელიც კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს! საქართველოს ნაკრებმა, ჭაბუკთა ევროპის შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! ბრინჯაოს ფინალში ჩვენმა გუნდმა პოლონეთი 4-0 დაამარცხა!

- წერია ფედერაციის გვერდზე.

გარდა ამისა, გვქონდა ინდივიდუალური მედლებიც. აი, როგორია სია:

ოქრო - ევროპის ჩემპიონები: ქეთი რობაქიძე (-70) და გიორგი მუმლაძე (-81)
ვერცხლი - ვიცეჩემპიონი ცოტნე იჩქიტიძე (-60)
ბრინჯაო - ბრინჯაოს პრიზიორები: ნანა გულბიანი (-63), ვასილ გამეზარდაშვილი (-73), გიორგი ქარჩაიძე (+90) და იოანე აბალაკი (+90).

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow