მანჩესტერი მათეუშ კუნიას დამატებასთან ძალიან ახლოსაა

რუბენ ამორიმის გუნდი ფორვარდს ვულვზიდან შეიძენს

მაი. 19, 2025 - 21:57
 0
მანჩესტერი მათეუშ კუნიას დამატებასთან ძალიან ახლოსაა
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ მანჩესტერ იუნაიტედი ვულვერჰემპტონიდან მათეუშ კუნიას ტრანსფერს სულ მალე დახურავს.

კლუბმა ბრაზილიელ თავდამსხმელს თავისი პროექტი გააცნო, რაც კუნიასთვის მისაღები აღმოჩნდა და ვერბალური შეთანხმებაც შედგა, ახლა კი დოკუმენტაცია უნდა გაფორმდეს.

როგორც იწერება, ინგლისურ გრანდს ვულვზისთვის 62.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს და სავარაუდოდ, კუნია გუნდში მთავარი სტრაიკერი იქნება.

ცნობისთვის, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში კუნიამ 15 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow