მარკო რუბიო – „არ ვამბობთ უარს დემოკრატიაზე, არ ვამბობთ უარს ადამიანის უფლებებზე…“
„ეს ნიშნავს იმის დაბალანსებას, რაც წარსულში დაუბალანსებელი იყო. წარსულში ეს იყო დემოკრატიის ხელშეწყობა ნებისმიერ ფასად ან ადამიანის უფლებების ხელშეწყობა ნებისმიერ ფასად. ჩვენ არ ვამბობთ უარს დემოკრატიაზე, არ ვამბობთ უარს ადამიანის უფლებებზე. ჩვენ მხოლოდ იმას ვამბობთ, რომ ეს უნდა იყოს საყოველთაო ანალიზის ნაწილი, რის საფუძველზეც გადავწყვეტთ სად დავხარჯოთ ჩვენი დრო და რაზე დავხარჯოთ ჩვენი ფული“. რუბიოს […]


„ეს ნიშნავს იმის დაბალანსებას, რაც წარსულში დაუბალანსებელი იყო. წარსულში ეს იყო დემოკრატიის ხელშეწყობა ნებისმიერ ფასად ან ადამიანის უფლებების ხელშეწყობა ნებისმიერ ფასად. ჩვენ არ ვამბობთ უარს დემოკრატიაზე, არ ვამბობთ უარს ადამიანის უფლებებზე. ჩვენ მხოლოდ იმას ვამბობთ, რომ ეს უნდა იყოს საყოველთაო ანალიზის ნაწილი, რის საფუძველზეც გადავწყვეტთ სად დავხარჯოთ ჩვენი დრო და რაზე დავხარჯოთ ჩვენი ფული“.
რუბიოს განცხადებით, „შევდივართ ეპოქაში, სადაც ჩვენი საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს უფრო ფოკუსირებული, უფრო პრაგმატული და უფრო დაბალანსებული, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ, რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, გვახსოვდეს რა საკითხია ეს და შემდეგ მივდიოთ მას“.
22 აპრილის ინტერვიუში, რომელიც მან ჟურნალისტ ბარი ვაისს მისცა, მიგრაციის შესახებაც ილაპარაკა:
„არსებობს კანონები, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანებს ყოველდღე ჩამოვიდნენ აქ. ყოველწლიურად აშშ-ში ლეგალურად შემოდის მილიონამდე ადამიანი, მწვანე ბარათით და მათ სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში შეუძლიათ გახდნენ ამერიკის მოქალაქეები. …არცერთი ქვეყანა არ უშვებს თავისთან იმდენ ადამიანს, რამდენსაც აშშ. ჩვენ მხოლოდ ვთხოვთ ადამიანებს გააკეთონ ეს კანონიერად, შესაბამისი პროცესის გავლით. არ შეგვიძლია ვიყოთ ქვეყანა, რომლის საზღვარსაც მიადგები და იტყვი – მე აქ ვარ და აქ ვარ იმისთვის, რომ დავრჩე, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე. ეს სიგიჟეა“.
22 აპრილს მარკო რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტის საყოველთაო რეორგანიზაციის გეგმა გამოაცხადა.
ფორუმი
What's Your Reaction?






