მედია: რომში პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე ბინაში შეღწევის მცდელობისას დააკავა

რომში, პარიოლის რაიონში ბინაში შეღწევის მცდელობისა და დიდი რაოდენობის ძვირფასეულობის ქურდობის ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავება 21 აპრილს მოხდა – რომის პოლიციამ დამნაშავეები ერთ-ერთ კორპუსში, საცხოვრებელი ბინის კარის ხელსაწყოებით გაღების პროცესში დააკავა. ჩხრეკის შედეგად, რომის პოლიციამ დაკავებულთა სახლიდან, მოპარული ნივთებით სავსე 6 ჩემოდანი ამოიღო – მათ შორის ძვირადღირებული საათები, ოქროს სამკაულები და დიზაინერული სამოსი […]

აპრ. 24, 2025 - 01:27
 0
მედია: რომში პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე ბინაში შეღწევის მცდელობისას დააკავა

რომში, პარიოლის რაიონში ბინაში შეღწევის მცდელობისა და დიდი რაოდენობის ძვირფასეულობის ქურდობის ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავება 21 აპრილს მოხდა – რომის პოლიციამ დამნაშავეები ერთ-ერთ კორპუსში, საცხოვრებელი ბინის კარის ხელსაწყოებით გაღების პროცესში დააკავა.

ჩხრეკის შედეგად, რომის პოლიციამ დაკავებულთა სახლიდან, მოპარული ნივთებით სავსე 6 ჩემოდანი ამოიღო – მათ შორის ძვირადღირებული საათები, ოქროს სამკაულები და დიზაინერული სამოსი (ნივთების ღირებულება ჯამში, 200 ათას ევროზე მეტია).

ამავე ბინაში პოლიციამ საქართველოს 3 მოქალაქე აღმოაჩინა, რომლებიც ადგილობრივი მედიის თქმით, წარსულში იგივე დანაშაულების გამო იყვნენ ნასამართლევი, ხოლო ამჯერად მოპარულ ნივთებს აგროვებდნენ.

მედიის ცნობით, გამოძიება გრძელდება სხვა ძარცვებთან კავშირის დასადასტურებლად.

წყარო

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow