მარკო რუბიო აცხადებს, რომ ისრაელსა და სირიას შორის გაუგებრობაა და იმედოვნებს, რომ მომდევნო საათებში „დეესკალაციის კუთხით ნამდვილ პროგრესს დავინახავთ“
ისრაელსა და სირიას შორის გაუგებრობა მოხდა, მომდევნო საათებში ვიმედოვნებთ, რომ დეესკალაციის მხრივ ნამდვილ პროგრესს დავინახავთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ოვალურ ოფისში მედიასთან საუბრის დროს განაცხადა. “რთული ვითარებაა, რა თქმა უნდა. ეს დიდი ხნის ისტორიული დაპირისპირებებია სხვადასხვა ჯგუფს შორის სირიის სამხრეთ-დასავლეთში – ბედუინები, დრუზების თემი. ამან სამწუხარო სიტუაციამდე და, როგორც ჩანს, გაუგებრობამდე მიგვიყვანა […]


ისრაელსა და სირიას შორის გაუგებრობა მოხდა, მომდევნო საათებში ვიმედოვნებთ, რომ დეესკალაციის მხრივ ნამდვილ პროგრესს დავინახავთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ოვალურ ოფისში მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.
“რთული ვითარებაა, რა თქმა უნდა. ეს დიდი ხნის ისტორიული დაპირისპირებებია სხვადასხვა ჯგუფს შორის სირიის სამხრეთ-დასავლეთში – ბედუინები, დრუზების თემი. ამან სამწუხარო სიტუაციამდე და, როგორც ჩანს, გაუგებრობამდე მიგვიყვანა ისრაელის მხარესა და სირიის მხარეს შორის.
ჩვენ მთელი დილა და მთელი ღამე მათთან კონტაქტზე ვიყავით, ორივე მხარესთან. ვფიქრობ, ნამდვილი დეესკალაციისკენ გზაზე ვართ და იმედი მაქვს, რომ დავუბრუნდებით სირიის დახმარების კურსს, ააშენოს ქვეყანა და ახლო აღმოსავლეთში მივაღწევთ სიტუაციას, რომელიც გაცილებით სტაბილურია.
ასე რომ, მომდევნო საათებში ვიმედოვნებთ, რომ ნამდვილ პროგრესს დავინახავთ იმის დასრულებაში, რასაც ბოლო რამდენიმე საათი ხედავდით”, – განაცხადა რუბიომ.
What's Your Reaction?






