მარკო რუბიო – ვიმედოვნებ, რომ უკრაინისთვის დახმარების პაუზის საკითხის მოგვარება შეგვიძლია

ვიმედოვნებ, რომ უკრაინისთვის დახმარების მიწოდების პაუზის საკითხს მოვაგვარებთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხვალ, საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა. „ვფიქრობ, დახმარების პაუზის საკითხი არის ის, რისი მოგვარებაც, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შეგვიძლია. ცხადია ის, რაც ხვალ მოხდება, ამისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა მარკო რუბიომ. მარკო რუბიო მედიაში გავრცელებულ […]

მარ. 10, 2025 - 21:57
 0
მარკო რუბიო – ვიმედოვნებ, რომ უკრაინისთვის დახმარების პაუზის საკითხის მოგვარება შეგვიძლია

ვიმედოვნებ, რომ უკრაინისთვის დახმარების მიწოდების პაუზის საკითხს მოვაგვარებთ, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა ხვალ, საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, დახმარების პაუზის საკითხი არის ის, რისი მოგვარებაც, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შეგვიძლია. ცხადია ის, რაც ხვალ მოხდება, ამისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
მარკო რუბიო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ხვალ ჯიდაში გასამართ შეხვედრაზე უკრაინული მხარე რუსეთთან ცეცხლის ჰაერსა და ზღვაში შეწყვეტის წინადადებას წამოაყენებს.
„არ ვამბობ, რომ საკმარისი მხოლოდ ეს არის, მაგრამ ეს არის ისეთი სახის დათმობა, რომლის ნახვაც კონფლიქტის დასასრულებლად აუცილებელია“, – აღნიშნა რუბიომ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow