„მაყვლის ბაღების აღდგენის პროცესი არ დაწყებულა, მაგრამ ვთვლი, რომ ამის ნიშნები იქნება სამომავლოდ“
„მაყვლის ბაღების აღდგენის პროცესი არ დაწყებულა, მაგრამ ვთვლი, რომ ამის ნიშნები იქნება სამომავლოდ“ „მაყვლის ბაღების აღდგენის პროცესი არ დაწყებულა, მაგრამ ვთვლი, რომ ამის ნიშნები იქნება სამომავლოდ“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ და კოოპერატივ „გილეს“ ხელმძღვანელმა, იზოლდა ქიტესაშვილმა განაცხადა. შეგახსენებთ, გასულ წელს ქიტესაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში ფერმერების უდიდესმა ნაწილმა მაყვლის ბაღები […]


„მაყვლის ბაღების აღდგენის პროცესი არ დაწყებულა, მაგრამ ვთვლი, რომ ამის ნიშნები იქნება სამომავლოდ“
„მაყვლის ბაღების აღდგენის პროცესი არ დაწყებულა, მაგრამ ვთვლი, რომ ამის ნიშნები იქნება სამომავლოდ“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ და კოოპერატივ „გილეს“ ხელმძღვანელმა, იზოლდა ქიტესაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, გასულ წელს ქიტესაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში ფერმერების უდიდესმა ნაწილმა მაყვლის ბაღები გაჩეხა. აღნიშნულის მიზეზად ასოციაცია ასახელებს მაყვლის მოვლის კუთხით ცოდნის ნაკლებობას.
ქიტესაშვილი აღნიშნავს, რომ სამომავლოდ შესაძლოა, მაყვლის ბაღების გაშენება ფერმერებმა კვლავ დაიწყო, ამისთვის კი ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ახალი ჯიშების შემოტანა. ამასთანავე, მანვე ისაუბრა იმ ძირითად ფაქტორებზე, რაც მაყვლის გაშენებისა და მოვლისთვის ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ.
„მაყვლის ბაღების აღდგენის პროცესი არ დაწყებულა, მაგრამ ვთვლი, რომ ამის ნიშნები იქნება სამომავლოდ. ძალიან ბევრმა გააშენა ადრე მაყვალი, ერთი კონკრეტული ჯიში შემოვიდა, რომელიც საკმაოდ კარგია, მაგრამ ჭარბი რაოდენობით გაშენდა და თან ხალხს ეგონა, რომ მარტო უნდა ეკრიფათ. ვფიქრობ რომ საჭიროა სიახლეების შემოტანა ამ სფეროში, სელექცია საკმაოდ აქტიურად მუშაობს კენკროვანების მიმართულებით და ძალიან ბევრი ახალი ჯიშია შემოსული რეალიზაციაში. სანერგეებმაც რომ გაითვალისწინონ და ახალი ჯიშები, განსაკუთრებით კი საადრეოები შემოიტანონ, ძალიან კარგი იქნება.
მაყვალს, რომელიც მე მაქვს გაშენებული, არ აქვს ეკალი, გაშენებულია ვენახივით და ასე შედარებით მარტივი მოსავლელია. თუმცა ამის გარდა, მაყვალს მოვლა-პატრონობა და ყურადღება საკმაოდ ბევრი სჭირდება. ფერმერებმა ვერ გაითვალისწინეს ნიადაგი, დამუშავება და ა.შ. არასწორი გათვლები გააკეთეს და გაჩეხეს შემდეგ ბაღები. ზოგადად, მაყვლის გაშენებამდე საჭიროა, რეგიონის კლიმატური პირობების გათვალისწინება, სწორი ჯიშების შერჩევა, ბაღების განახლება და თუ დიდი რაოდენობა მოგროვდება და საექსპორტოდ წავა, გათვალისწინებული უნდა იყოს ის, რომ ბაღი იყოს გაშენებული იყოს ისეთ ადგილას, რომ რეალიზაცია მარტივად განხორციელდეს, რადგან მაყვალი მაგალითად ლურჯ მოცვთან შედარებით, მალფუჭებადი პროდუქტია“, – აღნიშნავს რესპონდენტი.
გარდა ამისა, ქიტესაშვილს ვკითხეთ, კომერციულად რამდენად მომგებიანია მაყვლის წარმოება.
„ჩვენ საკმაოდ კმაყოფილები ვართ… მაქსიმალურად მაქვს დაანგარიშებული ყველაფერი. 1 კმ-ის წარმოება ჯდება დაახლოებით 5 ლარი. ამაში დათვლილი მაქვს ყველაფერი: მუშახელი, სასუქები, გასხვლა, ნიადაგის დამუშავება და ა.შ. შარშან ფასი იყო 8 ლარი, იმის წინა წელს 10 ლარი, ახლა 25 ლარია. ეს ფასი ცვალებადია და არ შენარჩუნდება, რა თქმა უნდა“, – განაცხადა იზოლდა ქიტესაშვილმა.
What's Your Reaction?






