“მახსოვს გიორგი ვაშაძემ, პირველი რუსული კანონის განხილვის დროს პარლამენტის ალყა რომ დააანონსა, ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანებმა დარტყმის ქვეშ დააყენეს…” – ანა წითლიძე

სააგენტო "პარალელი" “მახსოვს გიორგი ვაშაძემ, პირველი რუსული კანონის განხილვის დროს პარლამენტის ალყა რომ დააანონსა, ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანებმა დარტყმის ქვეშ დააყენეს…” – ანა წითლიძე ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე ტვ ,,პირველის” გადაცემა ,,დღის ამბებში” საუბრობს აქციებთან და ოპოზიციურად განწყობილ ხალხში არსებული პრობლემის შესახებ: ,,ბიძინას პროპაგანდის ნაწილია, რომ ოპოზიცია ცუდია. 20 ივნისი ყველაზე მწარედ მახსოვს, ნიკა მელია რომ დაიჭირეს, ადამიანები, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილები, ვინც აქციაზე იყვნენ, ამბობდნენ რომ დასაჭერი იყო… მახსოვს გიორგი ვაშაძემ, პირველი რუსული კანონის […] “მახსოვს გიორგი ვაშაძემ, პირველი რუსული კანონის განხილვის დროს პარლამენტის ალყა რომ დააანონსა, ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანებმა დარტყმის ქვეშ დააყენეს…” – ანა წითლიძე მარიამ ხაჩირაშვილი

აპრ. 28, 2025 - 03:27
 0
“მახსოვს გიორგი ვაშაძემ, პირველი რუსული კანონის განხილვის დროს პარლამენტის ალყა რომ დააანონსა, ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანებმა დარტყმის ქვეშ დააყენეს…” – ანა წითლიძე

სააგენტო "პარალელი"
“მახსოვს გიორგი ვაშაძემ, პირველი რუსული კანონის განხილვის დროს პარლამენტის ალყა რომ დააანონსა, ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანებმა დარტყმის ქვეშ დააყენეს…” – ანა წითლიძე

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე ტვ ,,პირველის” გადაცემა ,,დღის ამბებში” საუბრობს აქციებთან და ოპოზიციურად განწყობილ ხალხში არსებული პრობლემის შესახებ:

,,ბიძინას პროპაგანდის ნაწილია, რომ ოპოზიცია ცუდია.

20 ივნისი ყველაზე მწარედ მახსოვს, ნიკა მელია რომ დაიჭირეს, ადამიანები, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილები, ვინც აქციაზე იყვნენ, ამბობდნენ რომ დასაჭერი იყო…

მახსოვს გიორგი ვაშაძემ, პირველი რუსული კანონის განხილვის დროს პარლამენტის ალყა რომ დააანონსა და მაშინ, რომ ამბავი ატყდა, ისევ ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანებმა, ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანებმა, გიორგი ვაშაძე ისეთი დარტყმის ქვეშ დააყენეს…

მე მახსოვს, ლევან ხაბეიშვილი სასიკვდილოდ, რომ ცემეს იწერებოდა, რომ ,,აი რატო შემოვიდა მაგ ყველაფერში” და ,,პროტესტს აფუჭებენ, იმიტომ, რომ პოლიტიკოსები არიანო” და მერე ყველას დაგვიძახებენ ,,ნაცს” და ამ რაღაცას.

ნახეთ ამ კომპლექსებიდან ახლა გამოდის ცოტ-ცოტათი საზოგადოება და ეს კარგია, ძალიან კარგია, მაგრამ ამ დამოკიდებულებებმა ახლა ეს პოლიტიკოსებიც ცოტა დააკომპლექსა…, ბევრი ობიექტური მიზეზიც არის იმისი, რომ ოპოზიცია ვერ არის ისე, როგორც უნდა იყოს იმიტომ, რომ ნახეთ ყველა მხრიდან გებრძვიან.

მე ჩემს პარტიაზე, რომ ვილაპარაკო 13 წელი არის პოლიტიკური ლიდერი არ გვყავს ციხეში, რომ იყო ისეთი და საქმეებია აღძრული. პოლიტიკური დაფინანსების გარეშე, ყოველგვარი ფინანსური რესურსის გარეშე, ჩვენ აქ ანუ არაფრის გარეშე. პარტიის ოფისის გაყიდვა, რომ დასჭირდა პარტიას ფინანსური პრობლემების გამო წარმოდგინეთ სადამდე უნდა მივსულიყავით… 2013-2014 წელს არ ჰქონია ეგეთი კრიზისი.

თუნდაც, მიუხედავად ჩემი პოზიციისა, რომ არ ვიზიარებდი პარლამენტში შესვლას, კი პარლამენტში შესვლით, ყველა ამ ადამიანმა იმიტომ, რომ ეს ფინანსური რესურსი, პარტიის ფინანსური რესურსი იყო, მათ შორის, მაგრამ ვთქვით, რომ არა არ შევალთ. სწორი გადაწყვეტილება იყო და ვთქვით, რომ არ შევალთ, მაგრამ ამ განცხადება თავისი მძიმე შედეგები მოიტანა.

ჩვენ 13 წელი ამ ყველაფერში ვართ, მაგრამ რატომ მგონია, რომ ახლა არის დრო, როდესაც ეს ხიდების საზოგადოებას, პოლიტიკოსსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა გაიდოს, უკვე ეს დრო მოვიდა. თუ მანამდე საზოგადოებას ეს რეაქცია ჰქონდა, ამ პროპაგანდის ქვეშ იყო, რომ იქ ,,ვიღაცა არ მინდა, პოლიტიკოსები არ მინდა” და კიდევ ერთხელ ვიტყვი ამ აქციებამდე, მეორე რუსული კანონის მიღებამდე ,,პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ აქციაზე” ახლა ეს ხომ ყველას გვახსოვს რომ ეს მუსირებდა…“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“მახსოვს გიორგი ვაშაძემ, პირველი რუსული კანონის განხილვის დროს პარლამენტის ალყა რომ დააანონსა, ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანებმა დარტყმის ქვეშ დააყენეს…” – ანა წითლიძე
მარიამ ხაჩირაშვილი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow