მდაბიო პიარ კამპანია აწარმოა – მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე

მდაბიო პიარ კამპანია აწარმოა – მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე გირაოს ვინც არ იხდის, მას ეფარდება პატიმრობა. რთულია?! მარტივი ამბავია და ამით რაღაცის შექმნა ზღაპრის სფეროდან არის, წარმოუდგენელია და რომელი ბრალდებულიც გირაოს არ იხდის მას პატიმრობა რომ ეფარდება, მე მგონი ამისგან სკანდალის გამოყვანა ოდნავ გაგიჭირდებათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სასამართლოს მიერ „კოალიცია […]

მაი. 31, 2025 - 13:57
 0

მდაბიო პიარ კამპანია აწარმოა – ზე
გირაოს ვინც არ იხდის, მას ეფარდება პატიმრობა. რთულია?! მარტივი ამბავია და ამით რაღაცის შექმნა ზღაპრის სფეროდან არის, წარმოუდგენელია და რომელი ბრალდებულიც გირაოს არ იხდის მას პატიმრობა რომ ეფარდება, მე მგონი ამისგან სკანდალის გამოყვანა ოდნავ გაგიჭირდებათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სასამართლოს მიერ „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელიამ სპეციალურად თავი დააჭერინა პოლიციას, რომ მეორე დღეს თავი ემართლებინა თანაგუნდელებთან, რომ აი რა ვქნა წინა დღეს დამიჭირეს თორემ მეორე დღეს დავანგრევდი ყველაფერსო.
„წინა დღეზე რომ ლაპარაკობენ, ესე იგი კაცი იმუქრებოდა, რომ გამაგრდებოდა, ვერ დაიჭერდნენ, სხვადასხვა ვერსიებს აყალიბებდა, რომ როგორ გამაგრებულიყო და აქ ახლო მახლო რომ არის ალამუთის ციხე ე.წ., როგორც შეარქვეს თავად მათ, უკვე ყოფილი ნაცების ოფისი, მაშინდელი სცენარის არ იყოს, აპირებდა, რომ გამაგრებულიყო თავის ოფისში და წინა დღეს გამოვიდა, დასეირნობდა ქალაქში და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. თავი დააჭერინა კაცმა და უნდათ გადაიტანონ სხვაზე. წარმოუდგენელი ამბავია, წინა დღით ქალაქში სეირნობას და პოლიციელების შეურაცხყოფას არ დააპირებდა, რომ არ ჰქონოდა ის განზრახვა, რომ წინა დღეს დაეჭირათ და მერე მეორე დღეს თავი ემართლებინა თანაგუნდელების წინაშე, რომ აი რა ვქნა წინა დღეს დამიჭირეს თორემ მეორე დღეს დავანგრევდი ყველაფერს. მარტივი ამბავია, მდაბიო პიარ კამპანია აწარმოა და თავი დააჭერინა, გადაჭარბების გარეშე. სულ ეს იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Previous: დღეს ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკული კანონის ზუსტი ასლი, ანუ ანალოგი, ემსახურება იმავეს, რასაც ემსახურება ანალოგიური კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow