,, მე 9 აპრილი დარბევის შემდეგ რუსთაველის გამზირზე დახოცილი თანამემამულეებს შორის და იური როსტის ფოტო, სადაც მორგიდან რეანიმაციაში გადაყვანილი, კომიდან ახალი გამოსული ვარ” – ირაკლი ბათიაშვილი

ეროვნული მოძრაობის წევრი, ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც 9 აპრილს სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, იხსენებს: ,,1989 წლის 9 აპრილი ჩემ გონებაში ყველაზე ღრმად ჩაბეჭდილი თარიღია. ყოველთვის მახსენდება და კვლავაც გამახსენდება იმ ღამის დრამატული კადრები: ჩვენი საოცარი ერთსულოვნება, რუსთაველის გამზირზე შემოსული ტანკები, ხალხის უმოწყალო ჩეხვა საბჭოთა ოკუპანტების მიერ, ხალხის გმირული შემართება და შეძახილები… მახსოვს როგორ ჩავხტი ტრიბუნებიდან ხალხის შუაგულში, […] The post ,, მე 9 აპრილი დარბევის შემდეგ რუსთაველის გამზირზე დახოცილი თანამემამულეებს შორის და იური როსტის ფოტო, სადაც მორგიდან რეანიმაციაში გადაყვანილი, კომიდან ახალი გამოსული ვარ” – ირაკლი ბათიაშვილი appeared first on .

აპრ. 9, 2025 - 05:26
 0
,, მე 9 აპრილი დარბევის შემდეგ რუსთაველის გამზირზე დახოცილი თანამემამულეებს შორის და იური როსტის ფოტო, სადაც მორგიდან რეანიმაციაში გადაყვანილი, კომიდან ახალი გამოსული ვარ” – ირაკლი ბათიაშვილი

ეროვნული მოძრაობის წევრი, ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც 9 აპრილს სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, იხსენებს:

,,1989 წლის 9 აპრილი ჩემ გონებაში ყველაზე ღრმად ჩაბეჭდილი თარიღია. ყოველთვის მახსენდება და კვლავაც გამახსენდება იმ ღამის დრამატული კადრები: ჩვენი საოცარი ერთსულოვნება, რუსთაველის გამზირზე შემოსული ტანკები, ხალხის უმოწყალო ჩეხვა საბჭოთა ოკუპანტების მიერ, ხალხის გმირული შემართება და შეძახილები… მახსოვს როგორ ჩავხტი ტრიბუნებიდან ხალხის შუაგულში, რომ ჩემ თანამემამულეებს გადავფარებოდი… მახსოვს ჩემზე აღმართული ნიჩბები და ხელკეტები… როგორ ვკარგავდი გონებას და ვიცოდი, რომ ვკვდებოდი… დღესაც ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ 9 აპრილს თავს ვწირავდი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ეს, რა თქმა უნდა, იყო დიდი ტრაგედიის დღე. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეეწირა ჩვენი თანამემამულეები, დაიღვარა წმინდა სისხლი… მაგრამ გვახსოვდეს, რომ 9 აპრილი იმავდროულად არის, ჩვენი ერის უდიდესი მორალური და პოლიტიკური გამარჯვების დღე! ეს არის შემობრუნების წერტილი ჩვენს უახლეს ისტორიაში!
ფოტო: მე 9 აპრილი დარბევის შემდეგ რუსთაველის გამზირზე დახოცილი თანამემამულეებს შორის და იური როსტის ფოტო, სადაც მორგიდან რეანიმაციაში გადაყვანილი, კომიდან ახალი გამოსული ვარ.“

The post ,, მე 9 აპრილი დარბევის შემდეგ რუსთაველის გამზირზე დახოცილი თანამემამულეებს შორის და იური როსტის ფოტო, სადაც მორგიდან რეანიმაციაში გადაყვანილი, კომიდან ახალი გამოსული ვარ” – ირაკლი ბათიაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow