"მე არ ვარ" - თორნიკე კვარაცხელია გულშემატკივრებს აფრთხილებს (ფოტო)
ხვიჩა კვარაცხელიას ძმამ, თორნიკე კვარაცხელიამ, სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა, სადაც გულშემატკივრები გააფრთხილა, რომ ტიკტოკზე...

როგორც თორნიკე წერს, მას ტიკტოკზე ოფიციალური პროფილი არ აქვს და იმ ანგარიშთან კავშირი არ აქვს, რომელიც მისი სახელით მოქმედებს. მან მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და იქვე ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული ყალბი ანგარიში ჩანს.
ამ ტიპის შემთხვევები ახალი არ არის – ხვიჩა კვარაცხელიას პოპულარობიდან გამომდინარე, ხშირად ჩნდება ყალბი პროფილები როგორც თავად ფეხბურთელის, ისე მისი ოჯახის წევრების სახელით.
იხილეთ ფოტო:

What's Your Reaction?






