“მე და ჩემს ფეხმძიმე შვილს გვემუქრებიან, ვაპირებ, შევიტანო სარჩელი" - რას აცხადებს ნანა ლორთქიფანიძე

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის“ ეთერ­ში სპე­ცი­ა­ლურ მი­მარ­თვა­ში, მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ამ­ბობს, რომ მას და მის ორ­სულ ქა­ლიშ­ვილს პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში ემუქ­რე­ბი­ან და აპი­რებს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნოს.ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე:ბოლო დროს ძა­ლი­ან გახ­შირ­და და რა­ღაც სეგ­მენ­ტში ტრენ­დუ­ლიც კი გახ­და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნის­თვის ტყუ­ი­ლის დაბ­რა­ლე­ბა, ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნი­ე­ბის აგო­რე­ბა და რაც მთა­ვა­რია, მეც ვარ ერთ-ერთი მსხვერ­პლი ამ­გვა­რი ცი­ლის­წა­მე­ბის. ამას უკვე მი­ვეჩ­ვიე, რომ მეც და ჩემს ოჯახ­საც გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით, ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი, გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით გვაკ­ვირ­დე­ბი­ან და გვი­ყუ­რე­ბენ, მაგ­რამ ახლა ხდე­ბა ის, რომ პირ­და­პირ და ხე­ლა­ღე­ბით მაბ­რა­ლე­ბენ და ავ­რცე­ლე­ბენ, რომ მე ვარ სუს-ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ტრო­ლი.თით­ქოს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც სხვა სა­ხელს და გვარს ვარ ამო­ფა­რე­ბუ­ლი. ეს კამ­პა­ნია დიდი ხა­ნია გრძელ­დე­ბა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გამ­წვავ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში, ბოლო დღე­ებ­ში და გა­მო­ი­ყე­ნეს ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, სა­დაც ჩემი მე­გობ­რე­ბი მა­დღეგ­რძე­ლე­ბენ და ხუმ­რო­ბით იმ ქალ­ბა­ტო­ნის სა­ხე­ლით მომ­მარ­თა­ვენ, გა­გი­მარ­ჯო­სო - მე­უბ­ნე­ბი­ან, რად­გან სწო­რედ იმ დღე­ებ­ში გა­ვი­გეთ რა­საც მაბ­რა­ლებ­დნენ.ჯერ მარ­თლა სა­სა­ცი­ლოდ არ მყოფ­ნი­და, ამა­ზე ვხუმ­რობ­დით მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი და და­ბა­დე­ბის დღე­საც კი მი­ლო­ცავ­დნენ, ამ ქალ­ბა­ტო­ნის სა­ხე­ლით მომ­მარ­თავ­დნენ, მაგ­რამ თან­და­თან მი­ი­ღო ამან ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სახე და და­ი­წყეს უკვე სტა­ტუ­სე­ბის წერა, პირ­და­პირ ხე­ლის და­დე­ბა, რომ თით­ქოს ასი პრო­ცენ­ტით იცი­ან, რომ ვარ სუს-ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ტრო­ლი, ეს ბრალ­დე­ბე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­მარ­ტო სტა­ტუ­სებ­შია, კო­მენ­ტა­რებ­შიც კი ერ­თმა­ნეთ­თან სა­უბ­რო­ბენ, კი, კი, უკვე დად­გინ­და, რომ ეს ნამ­დვი­ლად ნა­ნაა.პირ­და­პირ გვწე­რენ პი­რად­ში მეც და ჩემს ფეხ­მძი­მე ქა­ლიშ­ვილს მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში, რომ თით­ქოს, მე ვარ ეს ადა­მი­ა­ნი და გვა­ყე­ნე­ბენ სა­ში­ნელ შე­უ­რა­ცხყო­ფას და რაც მთა­ვა­რია, ეს წე­რი­ლე­ბი არის მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლიც. აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას ჩემს გარ­დაც­ვლილ მშობ­ლებს, ჩემს უსაყ­ვარ­ლეს მა­მი­დას, წყევ­ლა-კრულ­ვა­საც არ იშუ­რე­ბენ, სხვა­თა შო­რის.მოკ­ლედ, მე ვა­პი­რებ შე­ვი­ტა­ნო სა­ჩი­ვა­რი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მე მათ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს აქ არ და­ვა­სახ­ლებ, დიდი პა­ტი­ვი იქ­ნე­ბა ამ ეთე­რი­დან ჩემ­გან მათი სა­ხე­ლე­ბის და გვა­რე­ბის წარ­მოთ­ქმა. მინ­და, მივ­მარ­თო ყვე­ლას, ჩემი ოჯა­ხის გულ­შე­მატ­კივ­რებს, რომ მე ვარ ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რა­საც ვამ­ბობ ან ვწერ, ვა­კე­თებ, მხო­ლოდ ჩემი, ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­ხე­ლით და არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბა, რომ ამო­ვე­ფა­რო ფსევ­დო სა­ხელს. მე და ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და მო­რა­ლუ­რიო ზი­ა­ნი მოგ­ვად­გა და ამი­ტომ, მე ვუ­პა­სუ­ხებ კა­ნო­ნის გზით. შე­სა­ბა­მი­სად ამ ადა­მი­ა­ნებს, ცი­ლისმწა­მებ­ლებს, მო­უ­წევთ, რომ სა­სა­მარ­თლო­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წა­რად­გი­ნონ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ.

მაი. 11, 2025 - 14:57
 0
“მე და ჩემს ფეხმძიმე შვილს გვემუქრებიან, ვაპირებ, შევიტანო სარჩელი" - რას აცხადებს ნანა ლორთქიფანიძე
ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის“ ეთერ­ში სპე­ცი­ა­ლურ მი­მარ­თვა­ში, მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ამ­ბობს, რომ მას და მის ორ­სულ ქა­ლიშ­ვილს პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში ემუქ­რე­ბი­ან და აპი­რებს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნოს.

ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე:

ბოლო დროს ძა­ლი­ან გახ­შირ­და და რა­ღაც სეგ­მენ­ტში ტრენ­დუ­ლიც კი გახ­და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნის­თვის ტყუ­ი­ლის დაბ­რა­ლე­ბა, ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნი­ე­ბის აგო­რე­ბა და რაც მთა­ვა­რია, მეც ვარ ერთ-ერთი მსხვერ­პლი ამ­გვა­რი ცი­ლის­წა­მე­ბის. ამას უკვე მი­ვეჩ­ვიე, რომ მეც და ჩემს ოჯახ­საც გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით, ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი, გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით გვაკ­ვირ­დე­ბი­ან და გვი­ყუ­რე­ბენ, მაგ­რამ ახლა ხდე­ბა ის, რომ პირ­და­პირ და ხე­ლა­ღე­ბით მაბ­რა­ლე­ბენ და ავ­რცე­ლე­ბენ, რომ მე ვარ სუს-ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ტრო­ლი.

თით­ქოს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც სხვა სა­ხელს და გვარს ვარ ამო­ფა­რე­ბუ­ლი. ეს კამ­პა­ნია დიდი ხა­ნია გრძელ­დე­ბა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გამ­წვავ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში, ბოლო დღე­ებ­ში და გა­მო­ი­ყე­ნეს ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, სა­დაც ჩემი მე­გობ­რე­ბი მა­დღეგ­რძე­ლე­ბენ და ხუმ­რო­ბით იმ ქალ­ბა­ტო­ნის სა­ხე­ლით მომ­მარ­თა­ვენ, გა­გი­მარ­ჯო­სო - მე­უბ­ნე­ბი­ან, რად­გან სწო­რედ იმ დღე­ებ­ში გა­ვი­გეთ რა­საც მაბ­რა­ლებ­დნენ.

ჯერ მარ­თლა სა­სა­ცი­ლოდ არ მყოფ­ნი­და, ამა­ზე ვხუმ­რობ­დით მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი და და­ბა­დე­ბის დღე­საც კი მი­ლო­ცავ­დნენ, ამ ქალ­ბა­ტო­ნის სა­ხე­ლით მომ­მარ­თავ­დნენ, მაგ­რამ თან­და­თან მი­ი­ღო ამან ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სახე და და­ი­წყეს უკვე სტა­ტუ­სე­ბის წერა, პირ­და­პირ ხე­ლის და­დე­ბა, რომ თით­ქოს ასი პრო­ცენ­ტით იცი­ან, რომ ვარ სუს-ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ტრო­ლი, ეს ბრალ­დე­ბე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­მარ­ტო სტა­ტუ­სებ­შია, კო­მენ­ტა­რებ­შიც კი ერ­თმა­ნეთ­თან სა­უბ­რო­ბენ, კი, კი, უკვე დად­გინ­და, რომ ეს ნამ­დვი­ლად ნა­ნაა.

პირ­და­პირ გვწე­რენ პი­რად­ში მეც და ჩემს ფეხ­მძი­მე ქა­ლიშ­ვილს მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში, რომ თით­ქოს, მე ვარ ეს ადა­მი­ა­ნი და გვა­ყე­ნე­ბენ სა­ში­ნელ შე­უ­რა­ცხყო­ფას და რაც მთა­ვა­რია, ეს წე­რი­ლე­ბი არის მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლიც. აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას ჩემს გარ­დაც­ვლილ მშობ­ლებს, ჩემს უსაყ­ვარ­ლეს მა­მი­დას, წყევ­ლა-კრულ­ვა­საც არ იშუ­რე­ბენ, სხვა­თა შო­რის.

მოკ­ლედ, მე ვა­პი­რებ შე­ვი­ტა­ნო სა­ჩი­ვა­რი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მე მათ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს აქ არ და­ვა­სახ­ლებ, დიდი პა­ტი­ვი იქ­ნე­ბა ამ ეთე­რი­დან ჩემ­გან მათი სა­ხე­ლე­ბის და გვა­რე­ბის წარ­მოთ­ქმა. მინ­და, მივ­მარ­თო ყვე­ლას, ჩემი ოჯა­ხის გულ­შე­მატ­კივ­რებს, რომ მე ვარ ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რა­საც ვამ­ბობ ან ვწერ, ვა­კე­თებ, მხო­ლოდ ჩემი, ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­ხე­ლით და არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბა, რომ ამო­ვე­ფა­რო ფსევ­დო სა­ხელს. მე და ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და მო­რა­ლუ­რიო ზი­ა­ნი მოგ­ვად­გა და ამი­ტომ, მე ვუ­პა­სუ­ხებ კა­ნო­ნის გზით. შე­სა­ბა­მი­სად ამ ადა­მი­ა­ნებს, ცი­ლისმწა­მებ­ლებს, მო­უ­წევთ, რომ სა­სა­მარ­თლო­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წა­რად­გი­ნონ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow