“მე კი გავბრძანდები, მაგრამ შენ შებრძანდები” – მოსამართლემ ჯაფარიძეს სახაზინო ადვოკატზე უარი უთხრა
ზურაბ ჯაფარიძესთან შეთანხმებით, ადვოკატებმა სასამართლო პროცესი დატოვეს და თქვეს, რომ მათ არ ეძლევათ კანონიერი დაცვის საშულება. ნიკა გვარამიამ, რომელიც ერთ–ერთი ადვკატი იყო პროცესზე, მოსამართლეს უთხრა: თქვენ არ ხართ მოსამართლე, თქვენ ასრულებთ დაკვეთას, პროკურატურა ეწევა პოლიტიკურ დევნას, ორივენი ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს, ოლიგარქია დაემხობა. ჩემი აზრის გამოხატვა ვერ იქნება სასამართლოს უპატივცემულობა. დამაჯარიმეთ, ბატონო. სასამართლოს უპატივცემულობა კი […] The post “მე კი გავბრძანდები, მაგრამ შენ შებრძანდები” – მოსამართლემ ჯაფარიძეს სახაზინო ადვოკატზე უარი უთხრა appeared first on .

ზურაბ ჯაფარიძესთან შეთანხმებით, ადვოკატებმა სასამართლო პროცესი დატოვეს და თქვეს, რომ მათ არ ეძლევათ კანონიერი დაცვის საშულება.
ნიკა გვარამიამ, რომელიც ერთ–ერთი ადვკატი იყო პროცესზე, მოსამართლეს უთხრა:
თქვენ არ ხართ მოსამართლე, თქვენ ასრულებთ დაკვეთას, პროკურატურა ეწევა პოლიტიკურ დევნას, ორივენი ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს, ოლიგარქია დაემხობა.
ჩემი აზრის გამოხატვა ვერ იქნება სასამართლოს უპატივცემულობა. დამაჯარიმეთ, ბატონო. სასამართლოს უპატივცემულობა კი არა, კაცს იჭერთ მიზანმიმართულად. მე კი გავბრძანდები, მაგრამ შენ შებრძანდები.
ადვოკატების პროცესიდან გამოსვლის შემდეგ, ზურა ჯაფარიძემ ითხოვა, ის ორი შუამდგომლობა, რომელიც მას და მის ადვოკატებს ჰქონდათ, წარადგინოს სახაზინო ადვოკატმა. მოსამართლემ სხდომა არ გადადო, განაცხადა, რომ ითათბირა და გადაწყვიტა, სახაზინო ადვოკატი არ დაუნიშნოს და სახელმწიფო დაცვის გარეშე დატოვოს.
პროცესზე მყოფმა ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა თქვა, რომ ის დაიცავს, მხოლოდ სჭირდება დრო მასალების გასაცნობად. თუმცა მოსამართლემ ჩომახაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და უარი უთხრა ზურაბ ჯაფარიძის დაცვაზე.
The post “მე კი გავბრძანდები, მაგრამ შენ შებრძანდები” – მოსამართლემ ჯაფარიძეს სახაზინო ადვოკატზე უარი უთხრა appeared first on .
What's Your Reaction?






