მეგის ქარდავა მეუბნებოდა, თითქოს ქურდობა ჩავიდინე და უნდა მეღიარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე წუთიც კი არ ვიცოცხლებდი - გიორგი ხოჭავა
საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. 2003–2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრების კითხვებს კიდევ ერთი დაზარალებული - გიორგი ხოჭავა პასუხობს. მისივე განმარტებით, მეგის ქარდავა ეუბნებოდა, რომ ქურდობა ჩაიდნა და უნდა ეღიარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ აცოცხლებდა. გიორგი ხოჭავას თქმით, ცემის დროს მას კოხტა კოდუამ ნარკოტიკი ჩაუდო. "19 წლის ვიყავი, საღამო იყო, ნათესავის სახლიდან ვბრუნდებოდი სახლში. სახლამდე დარჩენილი იყო დაახლოებით 600-700 მეტრი. გააჩერდა ორი პიკაპი, გადმოცვივდნენ იქიდან და ჩამსვეს მანქანაში. ერთი სიტყვაც არ უთქვამთ და ვაღიარებ, ვიდრე სამმართველოში არ მიმიყვანეს, ჩემთვის ხელი არ დაურტყამთ. გაჩერდნენ სამმართველოსთან, დაახლოებით ხუთ წუთში სამმართველოს ეზოდან გამოვიდა მეგის ქარდავა, ჩაჯდა თავის მანქანაში. როგორც კი მეგის ქარდავა ჩაჯდა თავის მანქანაში, გადმომიყვანეს და ჩამსვეს მეგის ქარდავასთან. ეს არაადამიანი, მხეცი, ცხოველი, ცხოველიც არ ეწოდება ალბათ ამ ადამიანს, მეუბნება რაღაც საქმეების შესახებ, კონკრეტულად ქურდობას ეხება ეს ყველაფერი. მეუბნება, თითქოს ეს ქურდობა ჩავიდნე მე და უნდა მეღიარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე წუთიც კი არ ვიცოცხლებდი. ვუთხარი, რომ ეს ქურდობა არ ჩამიდენია და არ ვაპირებ ამის აღიარებას. ამ პერიოდში მეგის ქარდავა არის სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე. თვითონ დაძრა მანქანა და ყოფილი ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე წამიყვანა. დაახლოებით ათი მანქანა გაჰყვა უკან და ის პიკაპებიც. უკვე მოსაღამოვდა და წრეზე დააყენეს მანქანები, აანთეს ფარები და წრეზე, შუაში მიმიყვანეს. მეუბნებოდნენ, რომ მუხლებზე უნდა დავჩოქილიყავი. ამ დროს არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, რეაგირება არ მქონდა. ამ დროს მეგის ქარდავამ დამარტყა და დავეცი ძირს. 20-მდე ადამიანი ფეხით და ხელით მცემდა. ცემის პერიოდში ჩამიდეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. კონკრეტულად კოხტა კოდუამ. ისეთი ნაცემი ვიყავი, ალბათ სხეულზე ადგილიც არ მქონდა დარჩენილი, საიდანაც სისხლი არ მომდიოდა. სისხლის გუბეები იდგა. ძირს დაგდებული გადამატრიალა მეგის ქარდავამ, ჩემი სისხლის გუბესთან დამადებინა თავი და მითხრა, ამელოკა. მე ისევ რეაგირება არ მქონდა. თავად დამადებინეს თავი და ჩემი სისხლის გუბეთი მომისვარეს სახე. ახლაც ვერ ვაცნობიერებ, რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა ეს წამება. შემდეგ წამიყვანეს სამმართველოში და იქ გააგრძელეს ჩემი წამება“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ. გიორგი ხოჭავამ კომისიის სხდომაზე დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პერიოდი გაიხსენა. „გადამიყვანეს სამმართველოში და შემიყვანეს ე.წ. ამოსაცნობ ოთახში. მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო. მამაჩემი და დედაჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს. მე მათ ვხედავდი, ისინი ვერ მხედავდნენ. ისევ დამაჩოქეს. მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, გესვრი, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები და მერე დავხოცავ შენ მშობლებს, შენ ძმას, 14 წლის ბავშვსო. ხმას არ ვიღებდი და მინდოდა, რაღაცნაირად რამდენიმე წუთით მაინც გამენეიტრალებინა ვითარება. ვუთხარი, ეს არ გაეკეთებინა, ერთი-ერთზე კაბინეტში დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. კარგიო და შევედი კაბინეტში, სადაც ვუთხარი, მე არ გამიკეთებია, შენ ეს იცი-მეთქი. ჩემი მოკვლა თუ გინდა, მომკალი, ჩემი მშობლები არაფერ შუაში არიან და მათთვის თავი დაენებებინა. ორი დღით ადრე დამიჭირეს, ვიდრე ჩემი დაჭერის თარიღი ჩაწერეს. შემაგდეს ე.წ. კაპეზეზე და სამი დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკერებს იყენებდნენ თითქმის ყველა ცემის ეპიზოდში“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ. ამასთან, გიორგი ხოჭავამ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ისაუბრა, როგორ ძალადობდნენ მას პატიმრობის პერიოდში. „ციხის ათი თანამშრომელი მოვიდა ჩემთან და დამიწყო ცემა, დამიზიანეს ფეხი. დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში საწოლიდან ვერ ვდგებოდი, არ მმკურნალობდნენ. ბოლოს, ციხის ექიმმა მითხრა, რომ ჩემს ნათესავ ქირურგს კარგად იცნობდა, მეგობრობდა და ყველაფერს გააკეთებდა, რათა ჩემთვის სამკურნალო წამლები შემოეტანათ. ეს ყველაფერი მოხერხდა და ჩემმა მშობლებმა შემომიგზავნეს წამლები – ნემსები და ბევრი პრეპარატი. ოთხი თვის შემდეგ დავდექი ფეხზე. ამ ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი დამცირება, ზეწოლა, რასაც ციხის თითქმის ყველა თანამშრომელი ახორციელებდა. ფეხი როცა მოვირჩინე, მომცა სიცხე. ტემპერატურა არ მიკლებდა. თურმე ტუბერკულოზი გამიჩნდა. საბოლოო ჯამში, ეს იყო ქრონიკული ტუბერკულოზი, რადგან მათ კიდევ რამდენიმე თვე არ გადამიყვანეს ე.წ. ტუბზონაზე. ზუსტად მე-11 თვეს ხდება ჩემი ეტაპირება „ტუბზონაზე“, ფეხზე ვერ ვდგები, ძალიან ცუდად ვარ. ახლა ვარ 79 კილო, მაშინ, როცა მივედი, 38 კილომდე ვიყავი“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ. გიორგი ხოჭავა 2010 წელს, ზუგდიდში დააკავეს. მან სასჯელი ზუგდიდის მე-4 პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადა. როგორც თავად ამბობს, მას ბრალს ედავებოდნენ, რომელიც არ ჩაუდენია. დაზარალებულის თქმით, მის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. 2003–2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრების კითხვებს კიდევ ერთი დაზარალებული - გიორგი ხოჭავა პასუხობს.
მისივე განმარტებით, მეგის ქარდავა ეუბნებოდა, რომ ქურდობა ჩაიდნა და უნდა ეღიარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ აცოცხლებდა.
გიორგი ხოჭავას თქმით, ცემის დროს მას კოხტა კოდუამ ნარკოტიკი ჩაუდო.
"19 წლის ვიყავი, საღამო იყო, ნათესავის სახლიდან ვბრუნდებოდი სახლში. სახლამდე დარჩენილი იყო დაახლოებით 600-700 მეტრი. გააჩერდა ორი პიკაპი, გადმოცვივდნენ იქიდან და ჩამსვეს მანქანაში. ერთი სიტყვაც არ უთქვამთ და ვაღიარებ, ვიდრე სამმართველოში არ მიმიყვანეს, ჩემთვის ხელი არ დაურტყამთ. გაჩერდნენ სამმართველოსთან, დაახლოებით ხუთ წუთში სამმართველოს ეზოდან გამოვიდა მეგის ქარდავა, ჩაჯდა თავის მანქანაში. როგორც კი მეგის ქარდავა ჩაჯდა თავის მანქანაში, გადმომიყვანეს და ჩამსვეს მეგის ქარდავასთან. ეს არაადამიანი, მხეცი, ცხოველი, ცხოველიც არ ეწოდება ალბათ ამ ადამიანს, მეუბნება რაღაც საქმეების შესახებ, კონკრეტულად ქურდობას ეხება ეს ყველაფერი. მეუბნება, თითქოს ეს ქურდობა ჩავიდნე მე და უნდა მეღიარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე წუთიც კი არ ვიცოცხლებდი. ვუთხარი, რომ ეს ქურდობა არ ჩამიდენია და არ ვაპირებ ამის აღიარებას. ამ პერიოდში მეგის ქარდავა არის სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე. თვითონ დაძრა მანქანა და ყოფილი ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე წამიყვანა.
დაახლოებით ათი მანქანა გაჰყვა უკან და ის პიკაპებიც. უკვე მოსაღამოვდა და წრეზე დააყენეს მანქანები, აანთეს ფარები და წრეზე, შუაში მიმიყვანეს. მეუბნებოდნენ, რომ მუხლებზე უნდა დავჩოქილიყავი. ამ დროს არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, რეაგირება არ მქონდა. ამ დროს მეგის ქარდავამ დამარტყა და დავეცი ძირს. 20-მდე ადამიანი ფეხით და ხელით მცემდა. ცემის პერიოდში ჩამიდეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. კონკრეტულად კოხტა კოდუამ. ისეთი ნაცემი ვიყავი, ალბათ სხეულზე ადგილიც არ მქონდა დარჩენილი, საიდანაც სისხლი არ მომდიოდა. სისხლის გუბეები იდგა. ძირს დაგდებული გადამატრიალა მეგის ქარდავამ, ჩემი სისხლის გუბესთან დამადებინა თავი და მითხრა, ამელოკა. მე ისევ რეაგირება არ მქონდა. თავად დამადებინეს თავი და ჩემი სისხლის გუბეთი მომისვარეს სახე. ახლაც ვერ ვაცნობიერებ, რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა ეს წამება. შემდეგ წამიყვანეს სამმართველოში და იქ გააგრძელეს ჩემი წამება“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.
გიორგი ხოჭავამ კომისიის სხდომაზე დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პერიოდი გაიხსენა.
„გადამიყვანეს სამმართველოში და შემიყვანეს ე.წ. ამოსაცნობ ოთახში. მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო. მამაჩემი და დედაჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს. მე მათ ვხედავდი, ისინი ვერ მხედავდნენ. ისევ დამაჩოქეს. მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, გესვრი, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები და მერე დავხოცავ შენ მშობლებს, შენ ძმას, 14 წლის ბავშვსო. ხმას არ ვიღებდი და მინდოდა, რაღაცნაირად რამდენიმე წუთით მაინც გამენეიტრალებინა ვითარება. ვუთხარი, ეს არ გაეკეთებინა, ერთი-ერთზე კაბინეტში დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. კარგიო და შევედი კაბინეტში, სადაც ვუთხარი, მე არ გამიკეთებია, შენ ეს იცი-მეთქი. ჩემი მოკვლა თუ გინდა, მომკალი, ჩემი მშობლები არაფერ შუაში არიან და მათთვის თავი დაენებებინა. ორი დღით ადრე დამიჭირეს, ვიდრე ჩემი დაჭერის თარიღი ჩაწერეს. შემაგდეს ე.წ. კაპეზეზე და სამი დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკერებს იყენებდნენ თითქმის ყველა ცემის ეპიზოდში“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.
ამასთან, გიორგი ხოჭავამ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ისაუბრა, როგორ ძალადობდნენ მას პატიმრობის პერიოდში.
„ციხის ათი თანამშრომელი მოვიდა ჩემთან და დამიწყო ცემა, დამიზიანეს ფეხი. დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში საწოლიდან ვერ ვდგებოდი, არ მმკურნალობდნენ. ბოლოს, ციხის ექიმმა მითხრა, რომ ჩემს ნათესავ ქირურგს კარგად იცნობდა, მეგობრობდა და ყველაფერს გააკეთებდა, რათა ჩემთვის სამკურნალო წამლები შემოეტანათ. ეს ყველაფერი მოხერხდა და ჩემმა მშობლებმა შემომიგზავნეს წამლები – ნემსები და ბევრი პრეპარატი. ოთხი თვის შემდეგ დავდექი ფეხზე. ამ ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი დამცირება, ზეწოლა, რასაც ციხის თითქმის ყველა თანამშრომელი ახორციელებდა. ფეხი როცა მოვირჩინე, მომცა სიცხე. ტემპერატურა არ მიკლებდა. თურმე ტუბერკულოზი გამიჩნდა. საბოლოო ჯამში, ეს იყო ქრონიკული ტუბერკულოზი, რადგან მათ კიდევ რამდენიმე თვე არ გადამიყვანეს ე.წ. ტუბზონაზე. ზუსტად მე-11 თვეს ხდება ჩემი ეტაპირება „ტუბზონაზე“, ფეხზე ვერ ვდგები, ძალიან ცუდად ვარ. ახლა ვარ 79 კილო, მაშინ, როცა მივედი, 38 კილომდე ვიყავი“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.
გიორგი ხოჭავა 2010 წელს, ზუგდიდში დააკავეს. მან სასჯელი ზუგდიდის მე-4 პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადა. როგორც თავად ამბობს, მას ბრალს ედავებოდნენ, რომელიც არ ჩაუდენია. დაზარალებულის თქმით, მის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
What's Your Reaction?






