მედვედევი ვაშინგტონში გამართულ სამიტს სარკაზმით გამოეხმაურა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, ვაშინგტონში თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას, სადაც მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები, სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა. მედვედევის განცხადებით, შეხვედრაზე ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ტრამპს „მადლობას უხდიდნენ და ემლიქვნელებოდნენ“. მისი თქმით, „ანტირუსული ომის მოყვარულთა კოალიციამ“ ტრამპის საკუთარ მოედანზე დამარცხებას ვერ შეძლო. საინტერესოა, რას […] The post მედვედევი ვაშინგტონში გამართულ სამიტს სარკაზმით გამოეხმაურა appeared first on .

აგვ. 19, 2025 - 12:57
 0
მედვედევი ვაშინგტონში გამართულ სამიტს სარკაზმით გამოეხმაურა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, ვაშინგტონში თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას, სადაც მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები, სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.

მედვედევის განცხადებით, შეხვედრაზე ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ტრამპს „მადლობას უხდიდნენ და ემლიქვნელებოდნენ“. მისი თქმით, „ანტირუსული ომის მოყვარულთა კოალიციამ“ ტრამპის საკუთარ მოედანზე დამარცხებას ვერ შეძლო.

საინტერესოა, რას იტყვის კიევის კლოუნი, როცა სამშობლოში დაბრუნდება და კვლავ მწვანე სამხედრო ფორმაში გამოეწყობა – რა სიმღერას შეასრულებს გარანტიებსა და ტერიტორიებზე?, – დაწერა მედვედევმა.

The post მედვედევი ვაშინგტონში გამართულ სამიტს სარკაზმით გამოეხმაურა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow