"მეორე ქართველიც დავიმატოთ" - ვის ტრანსფერს ითხოვენ ლივერპულის ფანები

მართალია, კლუბს ექნება საშუალება, უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება გაასაჩივროს, მაგრამ დიდი ალბათობა, რომ ლიონი ლიდერებმა...

ივნ. 25, 2025 - 14:27
 0
"მეორე ქართველიც დავიმატოთ" - ვის ტრანსფერს ითხოვენ ლივერპულის ფანები
როგორც უკვე მოგახსენეთ, გიორგი მიქაუტაძის ლიონი ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს.

მართალია, კლუბს ექნება საშუალება, უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება გაასაჩივროს, მაგრამ დიდი ალბათობა, რომ ლიონი ლიდერებმა ამ ზაფხულშივე დატოვონ, რათა კარიერის ტოპ ჩემპიონატში გაგრძელება შეძლონ.

ლივერპულის ქომაგებმა, ლიონის დაქვეითების შემდეგ სოციალურ ქსელში ახალი კამპანია დაიწყეს, სადაც გიორგი მიქაუტაძის დამატებას ითხოვენ: "ვიყიდოთ მეორე ქართველიც", - წერენ ქომაგები.

შეგახსენებთ, ლივერპულის ღირსებას ახალი სეზონიდან საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow