ცნობილია - რომელ გუნდს ჩაიბარებს შოთა არველაძე
გუშინ, ქართულმა გვერდმა, Geo Team-მა შოთა არველაძის სამწვრთნელო კარიერაში დაბრუნების შესახებ საინფორმაციო პოსტი გამოაქვეყნა...

"შოთა არველაძე ბრუნდება. თურქულმა კასიმპაშამ და შოთა არველაძემ შეთანხმებას მიაღწიეს, ქართველი მწვრთნელის თურქულ კლუბში დანიშვნის თაობაზე.
როგორც შევიტყვეთ, მხარეებს შორის კონტრაქტი 1+1-წლიანი სისტემით გაფორმდება. შოთა თურქეთში დღეს ჩაფრინდება და კასიმპაშასთან კონტრაქტს გააფორმებს", - წერს Geo Team.
შეგახსენებთ, ბოლოს შოთა თურქული კარაგუმრუკის მწვრთნელი იყო და გუნდი მოედანზე სათამაშოდ 17 მატჩში გაიყვანა.
What's Your Reaction?






