
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
წულუკიანის კომისიას დღეს თურმე 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმე განუხილავს, იქ რაღაც უთქვამს ნონა გაფრინდაშვილს და უკვე რამდნიმე აღშფოთებული პოსტი შემხვდა ამ თემაზე.
ერთია რამდენად რელვანტური შედარება მოიყვანა ქალბატონმა ნონამ, მაგრამ მეორეა აქ დაწერილ პოსტებში ზოგის მხრიდან ღიად და ზოგის მხრიდან გადაკვრით 26 მაისის დარბევის გამართლება, ან დანაშაულის შემსუბუქების მცდელობა იმ მოტივით, რომ ამ აქციის ორგანზიატორი ნინო ბურჯანაძე ღიად პრორუსულ პოზციებზე იდგა მაშინ.
ეჭვიც კი არ მეპარება, რომ წინა ხელისუფლების ბევრი მომხრე დღესაც ფიქრობს, რომ იქ შეკრებილები უარესის ღრისები იყვნენენ, რადგან პრორუსული ლიდერის აქციაზე მივიდნენ, უბრალოდ ამას ხამამღლა არ ამბობს.
მეგობრებო, ხელისუფლების მხრიდან კანონის დარღვევა, სისასტიკე, ადამიანების წამება აქციის ლიდერის პრორუსობით ვერ გაპრავდება.
ერი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ კანონი ამ ქვეყანაში ყველას ერთნაირად იცავს მისი პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად.
ამაზე თუ ვერ ვთანმხდებით, მაშინ რისთვის ვიბრძვით?
პრორუსების ცემა და წამება მოსულა და პროდასავლელების არა? ასეთი იდეოლოგიით შორს ვერ გავფრინდებით.
p.s. სხვა საკითხია, წულუკიანის და იმ კომისიის წევრების ფარისევლობა, რომელთაც 26 მაისს ნაცემები ადარდებთ და ახლანდელ აქციებზე ნაცემები – არა. მათ ნუ დაემსგავსებით. ისინიც დაახლოებით თქვენნაირი ლოგიკით აპრავებენ ამ დარბევებს: იქ შეკრებილები უცხო ძალას ემსახურებიან, ნაცების დაბრუნება უნდათ და ყველაფრის ღრისები არიანო