"მერაბი ნამდვილი ვარსკვლავია" - მაკგრეგორმა ქართველი ჩემპიონი შეაქო
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა მერაბ დვალიშვილი საჯაროდ შეაქო...

ირლანდიელმა მებრძოლმა MMA On Point-ის ვიდეო გადააზიარა, რომელშიც დვალიშვილისა და რიკი სიმონის ჩხუბის ბოლო ნაწილაი ასახული - მერაბმა ბოლოს, 2018 წელს, სწორედ სიმონთან წააგო.
"და ახლა წლების შემდეგ, ის UFC-ის მოქმედი ჩემპიონია. დიდებულია! მერაბი ნამდვილი ვარსკვლავია", - წერს მაკგრეგორი.
What's Your Reaction?






