"მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია" - რას წერს გია ნიკოლაძე
"ნიკოლშოუს" სოლისტი, გია ნიკოლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას და მერაბ დვალიშვილს შორის კონფლიქტი მოგვარებულია."მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია მაგრამ ყველაფერში დამნაშავე ენატარტალები ჩემიც და მერაბ დვალიშვილის მხრიდანაც სამაგალითოდ დაისჯებიან! დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის გაუმარჯოს ერთიან საქართველოს!მერაბს მალე ახალი ბრძოლა აქვს და ყველა ერთად ვგულშემატკივრობთ! გაუმარჯოს ქრისტეს სიტყვის ძალით მართულ ერთიან საქართველოს!" - წერს გია ნიკოლაძე.შეგახსენებთ, რომ როდესაც მერაბი ფაფახითა და საქართველოს დროშით გამოდიოდა ოქტაგონზე ერთი სიმღერა იყო ხოლმე ჩართული, გაჩნდა კითხვა - რატომ გაქრა ოქტაგონიდან ცნობილი ჰიტი?ამ კითხვაზე პასუხი ცოტა ხნის წინ დიმა ობოლაძის გადაცემაში დვალიშვილის მეგობარმა, გიორგი კიკნაძემ გააჟღერა:"აღმოჩნდა, რომ მერაბს ძალიან უყვარდა ეგ სიმღერა. შონ ომალისთან ჩხუბამდე ფონად ეს იყო ხოლმე ჩართული. იუმორისტ ვახო ბიჭიკაშვილს ყველა იცნობთ, ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს. ცოტა ხნით ადრე, ვახო მოდის ჩემთან და მეუბნება, - ნახე, რა მომწერესო - "ნიკოლშოუმ", გია ნიკოლაძემ მოითხოვა თანხა, რადგან მერაბი მისი სიმღერით გადიოდა. საუბარი იყო იმაზე, რომ თანხა მას კი არ უნდოდა, უბრალოდ, სთხოვდნენ. იმდენად ცუდად იყო გადმოცემული ეს ამბავი, რომ მეწყინა. ვუთხარი, - ვახო, გასაგებია და მოდი, ვისაუბროთ, რა თანხაზეა საუბარი. ეს არ მისულა მერაბის ყურამდე. ვუთხარი, დარეკე და დაველაპარაკები, თუ რაღაც ისეთი თანხაა, მირჩევნია, მე გადავიხადო. რადგან მერაბს უყვარს ეგ სიმღერა და ოქტაგონზე რომ გამოდიოდა ხოლმე, ისეთი ტემპი და რიტმი აქვს, მთელი ქართველები ემოციურად ხვდებოდნენ. როდესაც ვესაუბრე ამ ადამიანს, ასტრონომიული თანხა მითხრა. ამ თანხას თუ გადაიხდისო. ოღონდ ამასაც ვიტყვი, რომ მითხრა, თუ მერაბი იხდის, არ მინდაო და თუ mma იხდის, უნდა ავიღო ეგ თანხაო" - ამბობს გიორგი კიკნაძე.ამაზე საპასუხოდ გია ნიკოლაძემ მერაბ დვალიშვილს მიმართა:"მერაბ დვალიშვილო, შენ მოგმართავ. რამდენჯერ მოგწერე, გაქე, შენი ფანი რომ ვარ, გითხარი, ერთი პასუხის ღირსად არ ჩამთვალე. რა იყო, რა დაგემართა. ისევ შენიანებმა თუ არ გამოგასწორეთ და არ გიშველეთ, მაგ შენს რასაც თავში ატყორცნა, ჰქვია. ღმერთმა ქნას, რომ არ გქონდეს. ის სამი დასხდნენ იქ და გადმოყარეს ენები. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ პირისპირ არ დავილაპარაკეთ. დაავლე ჩემს სიმღერას ხელი, მოიგდე კისერზე, წაიღე და გამოიყენე. ამახიე თუ რა ქენი, ვერ გავიგე" - ამბობს გია ნიკოლაძე.

"მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია მაგრამ ყველაფერში დამნაშავე ენატარტალები ჩემიც და მერაბ დვალიშვილის მხრიდანაც სამაგალითოდ დაისჯებიან!
დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის გაუმარჯოს ერთიან საქართველოს!
მერაბს მალე ახალი ბრძოლა აქვს და ყველა ერთად ვგულშემატკივრობთ! გაუმარჯოს ქრისტეს სიტყვის ძალით მართულ ერთიან საქართველოს!" - წერს გია ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, რომ როდესაც მერაბი ფაფახითა და საქართველოს დროშით გამოდიოდა ოქტაგონზე ერთი სიმღერა იყო ხოლმე ჩართული, გაჩნდა კითხვა - რატომ გაქრა ოქტაგონიდან ცნობილი ჰიტი?
ამ კითხვაზე პასუხი ცოტა ხნის წინ დიმა ობოლაძის გადაცემაში დვალიშვილის მეგობარმა, გიორგი კიკნაძემ გააჟღერა:
"აღმოჩნდა, რომ მერაბს ძალიან უყვარდა ეგ სიმღერა. შონ ომალისთან ჩხუბამდე ფონად ეს იყო ხოლმე ჩართული. იუმორისტ ვახო ბიჭიკაშვილს ყველა იცნობთ, ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს. ცოტა ხნით ადრე, ვახო მოდის ჩემთან და მეუბნება, - ნახე, რა მომწერესო - "ნიკოლშოუმ", გია ნიკოლაძემ მოითხოვა თანხა, რადგან მერაბი მისი სიმღერით გადიოდა. საუბარი იყო იმაზე, რომ თანხა მას კი არ უნდოდა, უბრალოდ, სთხოვდნენ. იმდენად ცუდად იყო გადმოცემული ეს ამბავი, რომ მეწყინა. ვუთხარი, - ვახო, გასაგებია და მოდი, ვისაუბროთ, რა თანხაზეა საუბარი. ეს არ მისულა მერაბის ყურამდე. ვუთხარი, დარეკე და დაველაპარაკები, თუ რაღაც ისეთი თანხაა, მირჩევნია, მე გადავიხადო. რადგან მერაბს უყვარს ეგ სიმღერა და ოქტაგონზე რომ გამოდიოდა ხოლმე, ისეთი ტემპი და რიტმი აქვს, მთელი ქართველები ემოციურად ხვდებოდნენ. როდესაც ვესაუბრე ამ ადამიანს, ასტრონომიული თანხა მითხრა. ამ თანხას თუ გადაიხდისო. ოღონდ ამასაც ვიტყვი, რომ მითხრა, თუ მერაბი იხდის, არ მინდაო და თუ mma იხდის, უნდა ავიღო ეგ თანხაო" - ამბობს გიორგი კიკნაძე.
ამაზე საპასუხოდ გია ნიკოლაძემ მერაბ დვალიშვილს მიმართა:
"მერაბ დვალიშვილო, შენ მოგმართავ. რამდენჯერ მოგწერე, გაქე, შენი ფანი რომ ვარ, გითხარი, ერთი პასუხის ღირსად არ ჩამთვალე. რა იყო, რა დაგემართა. ისევ შენიანებმა თუ არ გამოგასწორეთ და არ გიშველეთ, მაგ შენს რასაც თავში ატყორცნა, ჰქვია. ღმერთმა ქნას, რომ არ გქონდეს. ის სამი დასხდნენ იქ და გადმოყარეს ენები. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ პირისპირ არ დავილაპარაკეთ. დაავლე ჩემს სიმღერას ხელი, მოიგდე კისერზე, წაიღე და გამოიყენე. ამახიე თუ რა ქენი, ვერ გავიგე" - ამბობს გია ნიკოლაძე.
What's Your Reaction?






