"მეტი პატივისცემა მართებს" - "ბოტაფოგოს" მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიას აკრიტიკებს

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა — ფრანგულ გრანდს, "პარი სენ-ჟერმენს", ბრაზილიურმა "ბოტაფოგომ" სძლია.

ივნ. 20, 2025 - 20:27
 0
"მეტი პატივისცემა მართებს" - "ბოტაფოგოს" მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიას აკრიტიკებს
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა — ფრანგულ გრანდს, "პარი სენ-ჟერმენს", ბრაზილიურმა "ბოტაფოგომ" სძლია. შეხვედრა მინიმალური ანგარიშით, 1:0 დასრულდა სამხრეთ ამერიკელების სასარგებლოდ.

მატჩის შემდეგ კომენტარი ბოტაფოგოს ვეტერანმა ნახევარმცველმა, 34 წლის ალანმა გააკეთა, რომელმაც პსჟ-ს წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. მან განსაკუთრებული ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას ქცევას დაუთმო:

"ხვიჩა კვარაცხელია უდავოდ შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელმაც სეზონში საოცარი დონე აჩვენა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მოედანზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელების მიმართ მეტი პატივისცემა მართებს. რამდენიმე ეპიზოდში ჩვენს მოთამაშეებს აშკარად უპატივცემულოდ მოექცა და მსგავსი რამ ფეხბურთში მისაღები არ არის" – აღნიშნა ალანმა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "პსჟ" ამერიკულ "სიეტლ საუნდერსს" დაუპირისპირდება. შეხვედრა გადამწყვეტი იქნება პარიზელებისთვის, რომელთაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდებათ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow