ნაკრებისა და უცხოური გამოცდილებით - გრიგოლ ჩაბრაძე ეროვნულ ლიგაში ბრუნდება
ნაკრებისა და უცხოური გამოცდილებით - გრიგოლ ჩაბრაძე ეროვნულ ლიგაში ბრუნდება

ჩაბრაძე გორის კლუბისთვის მნიშვნელოვანი გაძლიერებაა როგორც საერთაშორისო, ასევე საშინაო ასპარეზზე. მას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 9 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ადგილობრივ დონეზე კარგად დამკვიდრებული, გამოცდილებით გამორჩეული ფეხბურთელია.
ჩაბრაძე "იბერია 1999-ის" (ყოფილი "საბურთალოს") აღზრდილია, ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ერთხელ "იბერიას", ხოლო ერთხელ კიდევ ბათუმის "დინამოს" მაისურით. 2023/24 წლების სეზონში კი ირანში "ზობ აჰანის" შემადგენლობაში გამოდიოდა.
გორის "დილა" უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის "რასინგ ლუქსემბურგს" დაუპირისპირდება. მატჩები 10 და 17 ივლისს ჩატარდება და ჩაბრაძეს აქვს შანსი, დებიუტი ევროტურნირზეც ჰქონდეს.
What's Your Reaction?






