"როცა პსჟ-ში გადავიდა ხვიჩას ეს ვუთხარი.." - ოსიმენი კვარაცხელიას ტრანსფერზე

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა ვიქტორ ოსიმენმა ქართველი ფეხბურთელის პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა....

აპრ. 20, 2025 - 13:57
 0
"როცა პსჟ-ში გადავიდა ხვიჩას ეს ვუთხარი.." - ოსიმენი კვარაცხელიას ტრანსფერზე
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა ვიქტორ ოსიმენმა ქართველი ფეხბურთელის პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა.

"კვარაცხელიასთან ხშირად ვლაპარაკობ და მან ეს ყველაფერი დაიმსახურა. როცა პსჟ-ში გადავიდა ვუთხარი: ეს დაიმსახურე, პარიზში წადი და სიამოვნება მიიღე, ვიცი, რომ საოცარ რაღაცეებს გააკეთებ. მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს - ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ბევრს მიაღწიოს", - განაცხადა ოსიმენმა.

ცნობისთვის, კვარამ პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ 19 მატჩში თავი 4 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow